თუ ვინმე შემომიერთდება, მოხარული ვიქნები მეც და პრეზიდენტიც - ნანუკა ჟორჟოლიანი
მუყაოს სახლი რუსთავის ციხესთან. 12-ე პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც მიხეილ სააკაშვილია სამარტოო საკანში გამოკეტილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერებმა მუყაოს ყუთებისგან გაკეტებული სახლი განალაგეს. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები ამბობენ, რომ ვიდრე მესამე პრეზიდენტს ხელისუფლება მრავალპროფილურ კლინიკაში არ გადაიყვანს, ღამეს ციხესთან გაათევენ.
მუყაოს სახლის იდეის ავტორი ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანია. მისი ინფორმაციით, მსგავსი ხასიათის აქტივობა დაპატიმრებული პრეზიდენტისთვის დამატებითი სტიმულის მიმცემი იქნება.
ნებისმიერი სახის აქტივობა, მგონია, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, პატიმრები ამით ძლიერდებიან. მეორე მხრივ, ადამიანური თვალსაზრისით საკუთარ თავთან მინდა ვიყო მართალი, რომ იმის განცდა არ მექნება, რომ არაფერს ვაკეთებ. ვფიქრობ, ასეთი ტიპის სოლიდარობა, რომ ჩვენ აქ ვართ, მნიშვნელოვანია. თუ ვინმე მოვა და შემომიერთდება, დიდი სიამოვნებით, ვფიქრობ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამით მხოლოდ გაიხარებს - აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი.
ხვალ რუსთავის ციხესთან მხარდაჭერების დიდი შეკრებაა დაანონსებული.