ეს არის მნიშვნელოვანი პროტესტი, მაგრამ ვნერვიულობ მის ჯანმრთელობაზე - დეკანოიძემ ხოშტარია მოინახულა
პარლამენტში მოშიმშილე დეპუტატის, ელენე ხოშტარიას, სანახავად "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე, მივიდა. დეკანოიძის თქმით, ხოშტარიას პროტესტი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.
მიხარია, რომ არის ძალიან მხნედ, მაგრამ ამავე დროს ძალიან ვნერვიულობ ჩემი მეგობრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ეს არის მისი ძალიან მნიშვნელოვანი პროტესტი, რაც გულისხმობს პროტესტს უმწვავეს პოლიტიკურ ვითარებაზე.
რაც შეეხება კუჭავას ვიზიტს, მე გულწრფელად და ადამიანურად შემიძლია ვთქვა, რომ კარგია, თუ ვინმე ინარჩუნებს ადამიანურ სახეს დღეს "ქართულ ოცნებაში", რასაც ვერ ვიტყვი დანარჩენ იმ ადამიანებზე, რომლებიც წარმოუდგენელ მძიმე და მართლაც ამორალურ განცხადებებს აკეთებდნენ", - ამბობს ხატია დეკანოიძე.
"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია, მესამე დღეა, შიმშილობს და მოითხოვს, მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანონ. ხოშტარია არ გამორიცხავს, რომ თუ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, პროტესტის ფორმა კიდევ უფრო გაამკაცროს.