მდგომარეობა მძიმეა, მიხეილ სააკაშვილი კოლაფსს ელოდება - ნიკა გვარამია
,,მივმართავ ბიძინა ივანიშვილს კვლავ ვითარება არის უკიდურესად მძიმე" - მიხეილ საკაშვილის ადვოკატმა საგანგებო ბრიფინგზე ივანიშვილის სახელზე მიმართვა გაავრცელა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არ მიეკუთვნება არც მსუბუქ და არც ნორმალურ კატეგორიას, ის არის მძიმედ, ფეხზე ყანყალებს, საჭიროა უფრო მეტი ბადრაგი, რათა ის გადაადგილდეს და არ წაიქცეს. აღარ არის მიხეილ სააკაშვილი იმ მდგომარეობაში, რომ ბოლომდე გააკონტროლოს ფსიქოლოგიურად და გონებრივად სიტუაცია.
მიშა არასდროს გვეტყვის იმას, რომ ცუდად არის და უშველონ. არ არის დამაიმედებელი სიტუაცია, პირდაპირ გეტყვით.
მივმართავ ბიძინა ივანიშვილს კვლავ, ვითარება არის უკიდურესად მძიმე, მოსალოდნელი არის კოლაფსი, როგორც თვითონ მითხრა სააკაშვილმა, ძალიან ცოტა დრო დარჩა აქამდე მისი შეგრძნებით. კიდევ ერთხელ ვამბობ, არც მე ვარ ექიმი და არც ის, მე ვამბობ იმას, რასაც ვხედავ და რასაც მეუბნება პატიმარი. ის არ გრძნობს თავს კარგად და ელოდება კოლაფს - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე-12-ე დაწესებულებაში უკვე 36-ე დღეა, რაც შიმშილობს.