რატომ გაასხვისა რუხაძემ იმედის წილები - [კომენტარი]

24.02.26 13:18
რატომ გაასხვისა რუხაძემ იმედის წილები - [კომენტარი]

გახსოვთ, ბევრი დავობდა იმაზე თუ რატომ გაასხვისა რუხაძემ იმედის წილები. როგორც მაშინ ვამბობდი, ამის მიზეზი იყო ბრიტანული სანქციების მოლოდინი - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს. 

პოლიტიკოსი დიდი ბრიტანეთის მიერ სახელისუფლებო არხების,  TV იმედი-სა და პოსტ TV-ის დასანქცირებას ეხმაურება.  

ივანიშვილს უნდა ესმოდეს, რომ არჩილ გაჩეჩილაძის ლონდონში სირბილი ვერ შეაჩერებს მასზე პერსონალური სანქციების წყევლას თუ მან ქვეყნის ბედით თამაში არ შეწყვიტა - დაწერა ბოკუჩავამ. 

დღეს ეს დადასტურდა, რადგან დიდმა ბრიტანეთმა სწორედ იმედი და პოსტ ტვ დაასანქცირა, როგორც რუსული დეზინფორმაციის სუბიექტი/ორგანიზაციები. 
ისიც ბევრჯერ მითქვამს ამ მავნებელი პროპაგანდისტებისთვის საჯაროდ, ძალიან ბევრს ვმუშაობ იმაზე, რომ თქვენ დასანქცირდეთ ქვეყნის მიმართ მტრული საქმიანობისთვის და რუსული დეზინფორმაციით ხალხის მოწამლისთვისთქო.
ივანიშვილს უნდა ესმოდეს, რომ არჩილ გაჩეჩილაძის ლონდონში სირბილი ვერ შეაჩერებს მასზე პერსონალური სანქციების წყევლას თუ მან ქვეყნის ბედით თამაში არ შეწყვიტა. 
The worst is yet to come 🇬🇧" - წერს თინა ბოკუჩავა.

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის ფარგლებში, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა ტელეკომპანია "იმედსა" და POSTV-ს.

პროსახელისუფლებო მედიების მიმართ ამოქმედდა აქტივების გაყინვა, დირექტორთა დისკვალიფიკაციის სანქცია და ტრასტთან დაკავშირებული მომსახურებების შეზღუდვა.

მსგავსი სიახლეები