"სად წაიღებს რეკლამას ოცნების მომსახურე ბიზნესი" - ვინ იქნება შემდეგი? - [შეფასება]

24.02.26 13:45
"სად წაიღებს რეკლამას ოცნების მომსახურე ბიზნესი" - ვინ იქნება შემდეგი? - [შეფასება]

500 მილიონ ლარზე მეტი დავალიანების მქონე “იმედს” რომ იჩუქებ, ბრიყვი უნდა იყო - ამის შესახებ რომან გოცირიძე წერს. 

ექსპერტი დიდი ბრიტანეთის მიერ სახელისუფლებო არხების,  TV იმედი-სა და პოსტ TV-ის დასანქცირებას ეხმაურება.  

გოცირიძე სვამს კითხვას: "სად წაიღებს რეკლამას ოცნების მომსახურე ბიზნესი და მშიშარა ბანკები?". 

500 მილიონ ლარზე მეტი დავალიანების მქონე “იმედს” რომ იჩუქებ, ბრიყვი უნდა იყო.

სად წაიღებს რეკლამას ოცნების მომსახურე ბიზნესი და მშიშარა ბანკები, “რუსთავზე”? შემდეგი რომ “რუსთავი 2-ია”, რომელიც ოფშორებიდან შემოტანილი შავი ფულით ფინანსდება? თანაც ეს აქედან გატანილი ფულია, ზესტაფონისა და ჭიათურის მუშებისათვის მოპარული.

სამართალი ურმით დადის და ადრე თუ გვიან ყველას მიადგება კარზეო"- აცხადებს გოცირიძე. 

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის ფარგლებში, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა ტელეკომპანია "იმედსა" და POSTV-ს.

პროსახელისუფლებო მედიების მიმართ ამოქმედდა აქტივების გაყინვა, დირექტორთა დისკვალიფიკაციის სანქცია და ტრასტთან დაკავშირებული მომსახურებების შეზღუდვა.

მსგავსი სიახლეები