კალაძე: "რაც უნდათ, ის ქნან!"
დიდი ბრიტანეთის მიერ "ტვ იმედის" და "პოსტ ტვ"-ის დასანქცირებას "უსამართლობას" უწოდებს კახა კალაძე. "ოცნების" ლიდერი ამტკიცებს, რომ ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.
კალაძე ირწმუნება, რომ დიდი ბრიტანეთს ამ გადაწყვეტილების გასამართლებლად არგუმენტი არ გააჩნია.
წლების წინ მახსოვს, როდესაც უცხოელი ბიუროკრატი რამეს იტყოდა საქართველოსთან დაკავშირებით, რაც არ უნდა სისულელე ეთქვა, ეს იყო სრული ჭეშმარიტება. ეს დამოკიდებულება იყო და დღეს აბსოლუტურად სხვა ვითარებაა. არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ეს არასამართლიანი დამოკიდებულებაა. რომ ჩავიდეთ და ვიკითხოთ ძირეულად, რა არის, აბა, პრობლემა, რატომ აღნიშნული ტელევიზიები? არ არსებობს პასუხი, არ არსებობს არგუმენტები, - ამბობს კალაძე.
კითხვაზე, ელოდება თუ არა ტელევიზიების დასანქცირების შემდეგ იმას, რომ შესაძლოა "ოცნების" ლიდერებიც დაასანქცირონ, კალაძე ასე პასუხობს:
რაც უნდათ, ის ქნან. ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს, - ამბობს კალაძე.