ყოფილი პოლიციელი ზვიად ბერაია დააკავეს! - დაპირისპირება ზუგდიდში

05.11.21 11:05
ყოფილი პოლიციელი ზვიად ბერაია დააკავეს! - დაპირისპირება ზუგდიდში

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანა წითლიძის ინფორმაციით, ზუგდიდში ყოფილი პოლიციელი, ზვიად ბერაია დააკავეს. 

ყოფილი პოლიციელის დაკავებამდე წითლიძემ ზუგდიდში, სამეგრელოს სამხარეო პოლიციასთან მაისური მიიტანა, რომელზეც პარტიზანული მოძრაობა ტყის ძმების ყოფილი მეთაური, დავით შენგელიაა გამოსახული, ფაქტს  სამხარეო პოლიციასთან  დაპირისპირება მოჰყვა.

ეს მოვუტანე სამხარეო პოლიციის უფროსს გიგა ზესაშვილს და მის არაადეკვატურ მოადგილეს ვინმე ბუხუტი ნიკორაძეს. ხუთი გოგო მივედით, დამახვედრეს გადაძეძგილი პოლიცია და დააკავეს ჩემი მეგობარი, ყოფილი პოლიციელი ზვიად ბერაია!",- წერს ანა წითლიძე Facebook-ზე. 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები