სააკაშვილი ხელისუფლების დამხობას გეგმავს - სუს-ის განცხადება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მიზნით პროვოკაციულ ქმედებებს მიხეილ სააკაშვილი გეგმავს.
ლილუაშვილის განცხადებით, სააკაშვილი ხიხიდან ოპოზიციურ ლიდერებს დირექტივებს აძლევს.
სიტუაციის მაქსიმალური ესკალაციისა და სხვადასხვა პროვოკაციული ქმედებების ორგანიზების უზრუნველსაყოფად, აქციაში დაგეგმილია ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლების ჩართვა. ასევე, აქციის ორგანიზატორები აქტიურად განიხილავენ ძალოვანი სტრუქტურების ცალკეული თანამშრომლის გადაბირებისა და ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობასაც.
აღნიშნული ქმედებები, რომელთა მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა, იგეგმება მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში მის სანახავად შესულ პირთა მეშვეობით, აძლევს დირექტივებს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებს" - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.