დაუშვებელია პაციენტის დისკრიმინაცია პატიმრობის ნიშნით - სააპელაციოს მოსამართლე
მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადებას კიდევ ერთი მოსამართლე ემიჯნება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილიმა შესაბამისი განცხადება რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
საუბარია, აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების კრიტიკის საპასუხოდ გავრცელებულ განცხადებაზე, სადაც მოსამართლეთა ნაწილი საელჩოებს თავდასხმაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ ბოლო დროს ჩატარებული მოსამართლეთა დანიშვნა არც ,,გაუგებარი“ და არც ,,უკან გადადგმული მე-5 ნაბიჯია“.
სრულად ვიზიარებ და ვუერთდები ჩემი კოლეგების პოზიციას საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების განუზომელი როლის შეფასებაში დემოკრატიული ინსტიტუტების და სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნისაკენ სწრაფვაში.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ჩემი მოქალაქეობრივი პოზიციის დასაფიქსირებლად უკომენტაროდ გთავაზობთ გაეროს პატიმრებთან მოპყრობის მინიმალური სტანდარტის ზოგიერთ უმნიშვნელოვანეს წესს:
! ციხის ხელმძღვანელობამ უნდა დაიცვას მისი მზრუნველობის ქვეშ მყოფი პატიმრების ჯანმრთელობა;
! პატიმრებთან მიმართებაში ჯანდაცვის პოლიტიკა უნდა იყოს ინტეგრირებული და ეთავსებოდეს ეროვნული ჯანდაცვის პოლიტიკას;
! პატიმრებს უნდა მიუწვდებოდეთ ხელი ქვეყანაში არსებულ ჯანდაცვის სამსახურებზე მათი სამართლებრივი მდგომარეობის საფუძველზე დისკრიმინაციის გარეშე;
! დაუშვებელია პაციენტის დისკრიმინაცია პატიმრობის ნიშნით.
ვემიჯნები და დაუშვებელად მიმაჩნია პაციენტის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნებისმიერი გამოვლინება", - წერს მოსამართლე Facebook-ზე.