რუსთავის ციხესთან აქციის ორგანიზატორებს სცენის დადგმის საშუალებას მისცემენ

06.11.21 15:28
რუსთავის ციხესთან აქციის ორგანიზატორებს სცენის დადგმის საშუალებას მისცემენ

რუსთავის ციხესთან სცენას გარდაბნის გზის მხარეს დადგამენ - შესაბამისი შეთანხმება აქციის ორგანიზატორებსა და სამართალდამცველებს შორის რამდენიმე წუთის წინ შედგა. 

ადგილზე მყოფი სამხარეო პოლიციის უფროსი ამბობს, რომ წაღებულ ტექნიკას უკან რამდენიმე წუთში დაუბრუნებენ.

რამდენიმე საათის წინ პოლიციამ აქციის ორგანიზატორებს სცენის აწყობის საშუალება არ მისცა, რასაც ხმაური მოჰყვა. 

 

მსგავსი სიახლეები