10 ნოემბერს, რომ მიშას პროცესს ციხეში გადამალულად ატარებენ, მაგ საქმეზე მეც ვარ ბრალდებული - უგულავა
გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატ, ბექა ბასილაიას მიმართავს და სთხოვს, რომ 10 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის პროცესზე მისი დასწრება მოითხოვონ.
10 ნოემბერს, რომ მიშას პროცესს ციხეში გადამალულად ატარებენ, მაგ საქმეზე მეც ვარ ბრალდებული. მოითხოვე რომ ვაპირებ დავესწრო მაგ ე.წ. პროცესს. აბა ერთი უარი მითხრან",- წერს გიგი უგულავა.
უგულავას პოსტს ბასილაიამ უკვე უპასუხა:
მაგ მოტივით შეიძლება შენს მიმართ დევნა შეწყვიტონ"- დაწერა ოპოზიციონერი დეპუტატის საპასუხოდ ადვოკატმა.
იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ამბობს, რომ "მკაცრი რეკომენდაციას" გასცემს, რომ 10 ნოემბერს სასამართლო პროცესი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჩატარდეს.