მან იცოდა, რასაც აკეთებდა და პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თავის თავზე - პაპუაშვილი ელენე ხოშტარიაზე

27.02.26 13:17
მან იცოდა, რასაც აკეთებდა და პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თავის თავზე - პაპუაშვილი ელენე ხოშტარიაზე

ეს არ არის ხულიგნობა, ეს არის პოლიტიკური დანაშაული, - ასე აფასებს ელენე ხოშტარიას საქმეს შალვა პაპუაშვილი.

როგორც ის ამბობს, ხოშტარიას კარგად ჰქონდა გააზრებული რასაც აკეთებდა და ახლა პასუხისმგებლობაც უნდა აიღოს ჩადენილზე.

პაპუაშვილის მტკიცებით, მსგავს დანაშაულებებზე ყველა ქვეყანაში მკაცრი მიდგომაა, რადგან ეს არის პოლიტიკური დანაშაული.

ზოგადად მსგავსი პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები რა თქმა უნდა, ყველაფერთან ერთად იმიტომაც არის საშიში, რომ მას აქვს მკაფიო პოლიტიკური მოტივაცია, ეს არ არის ხულიგნობა, ეს არის პოლიტიკური დანაშაული, შესაბამისად, ყველა ქვეყანაში, მსგავის დანაშაულებების მიმართ არის მკაცრი მიდგომა - ერთი, მეორე - უყურეთ, 4 შვილის დედა რომაა, ეს გულისხმობს, რომ ის არის ზრდასრული ადამიანი, როემლსაც პასუხისმგებლობა ალბათ გააზრებული აქვს, შვილების აღზრდაზე, შესაბამისად, საკუთარ  თავზეც, მან იცოდა, რასაც აკეთებდა, იცოდა, რა პასუხისმგებლობა მოყვებოდა ამ ყველაფერს და ეს პასუხისმგებლობა თავის თავზე უნდა აიღოს, - განაცხადა პაპუაშვილმა.

კახი კალაძის ბანერზე ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო დაკავებული ოპოზიციონერი ლიდერის სასამართლო პროცესი გადაიდო. მომდევნო სხდომა 10 მარტს ჩაინიშნა.

  • კახი კალაძის ბანერის დასვრის საქმე - ელენე ხოშტარიას სასამართლო პროცესი გადაიდო
  • შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაპირველად კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის ბრალდებულ პოლიტიკოსს, ელენე ხოშტარიას აღმკვეთი ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა,  თუმცა ელენე ხოშტარიამ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც მაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 
  • ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.