არ ვაპირებთ მეუფე სტეფანეს გადაწყვეტილებას დავემორჩილოთ - ხმაური მარტვილში
ან სასამართლოს განჩინება ან სინოდის გადაწყვეტილება - სალხინოს მამათა მონასტრიდან განკვეთილი ბერები არ აპირებენ დაემორჩილონ მეუფე სტეფანეს გადაწყვეტილებას და სამონასტრო კომლპექსის დატოვებას სანამ ოფიციალური პასუხი არ ექნებათ.
რამდენიმე წუთის წინ, მარტვილში, სალხინოს მამათა მონასტრის მიმდებარედ დაპირისპირებაც იყო. განკვეთილი ბერ-მონაზვნებისა და მრევლის ნაწილი ტაძარში შესვლას ითხოვდა.
სალხინოს მამათა მონასტრიდან განკვეთილ სასულიერო პირებს კელიები გუშინ პოლიციის ძალით დაატოვებინეს.