თავისუფლება მიშას! - აქცია რუსთავის ციხესთან
"თავისუფლება მიშას" - რუსთავის ციხესთან საპროტესტო აქცია დაიწყო. ადგილზე მესამე პრეზიდენტის მომხრეები და ოპოზიციის წარმომადგენლები არიან შეკრებილები.
ცნობილია, რომ პროტესტი უწყვეტი იქნება სანამ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.
ადგილზე პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული.