მიხეილ სააკაშვილის საკვების მიღებაზე კადრების გასაჯაროებაზე ვმსჯელობთ - პენიტენციური

06.11.21 18:38
მიხეილ სააკაშვილის საკვების მიღებაზე კადრების გასაჯაროებაზე ვმსჯელობთ - პენიტენციური

სპეციალური პენიტენციური სამსახურში აცხადებენ, რომ მსჯელობენ, გაასაჯაროვონ თუ არა მიხეილ სააკაშვილის "საკვების მიღებასთან დაკავშირებული კადრები".

 კადრების გასაჯაროებას რაც შეეხება, ამაზე ჯერჯერობით პასუხს ცალსახად ვერ გაგცემთ, რადგან ეს დამოკიდებულია რიგ ფაქტორებზე, რაზედაც ამჟამად მსჯელობა მიმდინარეობს", - განაცხადა ნიკა ცხვარაშვილმა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი იღებს საკვებს, მათ შორის, თხევადი და არათხევადი სახით.

პატიმარმა მიხეილ სააკაშვილმა,  გარკვეული პერიოდია, დაიწყო მიღება საკვები დანამატების, მათ შორის,  თხევადი და არათხევადი სახით. ასევე კონკრეტული დანიშნულების ნატურალური  წვენების. ეს პერიოდი,  მან განვლო ზუსტად ამ დანამატების მიღების ხარჯზე.  ის იღებს ყველა იმ  საკვებ დანამატს, რაც საჭიროა მის მდგომარეობაში მყოფი პირისთვის" - ამბობს ცხვარაშვილი.

მსგავსი სიახლეები