იუსტიციის მინისტრი გასამართლდება, როგორც სახელმწიფო დამნაშავე - გიგი უგულავა

06.11.21 20:10
იუსტიციის მინისტრი გასამართლდება, როგორც სახელმწიფო დამნაშავე - გიგი უგულავა

"გუშინ თქვენ ნახეთ ის წვინტლიანი იუსტიციის მინისტრი, რომელიც პირდაპირ სახელმწიფო დამნაშავეა და ის გასამართლდება, როგორც სახელმწიფო დამნაშავე" - ამის შესახებ გიგი უგულავამ რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, უნდათ "გააბინძურონ და ამოსვარონ ტალახში ადამიანი, რომელიც 37-ე დღეა შიმშილობს".

"მელკი" პროვოკატორი, როგორც პირდაპირ გეტყვით, არ მომერიდება, როგორც წვინტლიანი ნაბიჭვარი, რომელმაც გუშინ შიშის ზღვარზე გაბედა და დაიწყო ქირქილი, რომ თითქოს, რაღაც საჭმელებს იღებს სააკაშვილი და თითქოს არ შიმშილობს. მაშინ, შე წვინტლიანო ნაბიჭვარო, მინდა, გკითხო, ვისთვის შექმენი ეს კონსილიუმი? ვისთვის დადიან ექიმები აქ ყოველდღე, თუ არ შიმშილობს. თქვე მართლა ნაბიჭვრებო, რა სალამურიდან გამოგთალათ, თქვენი"- განაცხადა გიგი უგულავამ. 

ოპოზიციონერი ომბუდსმენის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა რომ ნინო ლომჯარიამ მათ "სიმართლით უპასუხა": 

ამ კაკაფონიას კარგად უპასუხა, სიმართლით უპასუხა ომბუდსმენმა და მას შემდეგ, რაც ომბუდსმენმა განცხადება გააკეთა, რომ ყოველი პრეპარატი, ყოველი გრამი სითხის, თუ რაღაც ტაბლეტის, რასაც სააკაშვილი იღებს შიმშილობის 37-ე დღეს, არის მხოლოდ და მხოლოდ სამედიცინო დანიშნულების და ექიმების მიერ დანიშნული და ამ ნაგვებმა ახლაც უკვე ციხის კადრების გავრცელება დაიწყეს, ამოჭრილის და ასე უნდათ გააბინძურონ და ამოსვარონ ტალახში ადამიანი, რომელიც 37-ე დღეა შიმშილობს.

ეს არის ჩვეულებრივი პუტინის რეჟიმის დუპლიკაცია, ეს არის ზუსტად ის, რასაც პუტინის რეჟიმი უკეთებს თავის მოწინააღმდეგეებს, მაგრამ ჩვენ ვართ საქართველო, ჩვენ ვართ თავისუფალი ერი და ვერცერთი ადამიანი ვერ აიტანს იმას, რასაც ჩვენ დღეს გვკადრებენ"- თქვა მან. 

მსგავსი სიახლეები