ჩვენ დასაკარგი პრეზიდენტი არ გვყავს - ხატია დეკანოიძე
06.11.21 20:18
გაზიარება
თავისუფლება საქართველოს, თავისუფლება მიშას - ამ სიტყვებით მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ რუსთავის ციხესთან შეკრებილ მოქალაქეებს.
მისი თქმით, პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულებისთვის იბრძვიან.
ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ მიშა იყოს თავისუფალი, ვიბრძვით იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში იყოს ისეთი ცხოვრება, ისეთი მმართველობა, რომელიც ეკადრება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ეკადრება თითოეულ თქვენგანს და მათაც კი, ვისაც შეიძლება სხვა მოსაზრება და განსხვავებული აზრი ჰქონდეს.
ვიბრძვით იმისთვის, რომ დიახ, პოლიტპატიმრობა დამთავრდეს, პოლიტიკური მართლმსაჯულება დამთავრდეს და, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვყავს პრეზიდენტი დასაკარგავი"- აცხადებს დეკანოიძე.