მნიშვნელოვანია მოშიმშილე პატიმრის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა - ინსპექტორი

06.11.21 20:34
მნიშვნელოვანია მოშიმშილე პატიმრის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა - ინსპექტორი

ინსპექტორის სამსახურმა პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ვიდეომასალის შესწავლა დაიწყო. 

უწყების შეფასებით, მნიშვნელოვანია მოშიმშილე პატიმრის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა: 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო ზემოაღნიშნული ფოტომასალისა და ვიდეოჩანაწერის მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, შემოწმების დაწყების პარალელურად აღნიშნავს, რომ არსებითად მნიშვნელოვანია მოშიმშილე თავისუფლებააღკვეთილი პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა. თავისუფლებააღკვეთილ პირს უნდა ჰქონდეს ნდობა იმ დაწესებულებისა და სამედიცინო პერსონალის მიმართ, სადაც იგი იმყოფება და ვისგანაც იღებს სამედიცინო მომსახურებას.

წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მან თავი შეიკავოს სამედიცინო მომსახურების მიღებისაგან, სამედიცინო პერსონალისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებისაგან, რომლითაც საფრთხე ექმნება მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას" - წერია განცხადებაში.

პენიტენციური სამსახური საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხის ექიმის კაბინეტში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს და ირწმუნება, რომ ვიდეო "საკვების მიღების ფაქტებს" ასახავს.  

მსგავსი სიახლეები