ბალიში რომ დაადოს და მოგუდოს... - რისთვის სურთ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა?

06.11.21 23:20
ბალიში რომ დაადოს და მოგუდოს... - რისთვის სურთ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა?

რისთვის სურთ სინამდვილეში მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა? - ციხის მოქმედ თანამშრომელთან სკანდალური ინტერვიუ "შაბათის ეთერის" გამომძიებელმა ჟურნალისტმა მაკა ანდრონიკაშვილმა ჩაწერა. 

გლდანის ციხის სტაჟიანი თანამშრომელი პირდაპირ ამბობს, რომ ციხის საავადმყოფოში გადაყვანა განსაკუთრებით საშიშია, რადგან აქ საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე დაცული არ იქნება. 

მოსიარულე პატიმრები არიან სანიტრები, ის სანიტარი შედის აგერ მოსავლელად და ამ დროს ბალიში რომ დაადოს და მოგუდოს რას შვები მერე?! "- აცხადებს რესპონდენტი.

მისი თქმით, გლდანის ციხეში პატიმრები თავისუფლად გადაადგილდებიან: 

ასე დადიან თავის ჭკუაზე. როცა უნდა მაშინ შემოგიღებს კარს. მივედი ოფიცერთან და ასე დადიან მეთქი? 

ჰო აბა სანიტრები არიანო... და რაზე ზისმეთქი, უბრალოდ დამაინტერესა.  ცოლს ცხვირი მოაჭრაო. კაცო, ცოლს ცხვირი მოაჭრა და ასე დადის შუაღამისას? 

აბა სანიდატიაო და... ახლა სულ ყველას ფეხზე არ კიდია, ვინ სად გაივლის? "- აცხადებს "შაბათის ეთერთან" გლდანის ციხის სტაჟიანი თანამშრომელი. 

უწყების წარმომადგენელი იმ სქემაზეც ღიად საუბრობს, რომლის მიხედვითაც სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში ე.წ. შუმუხი უნდა მოხდეს: 

იმდენად დაქოქილები არიან პატიმრები, განსაკუთრებით მაყურებელი პატიმრებისგან. ესეიგი ადმინისტაციამ ხომ უკვე იცის რომ შემოვიდა, გადაირეკა სართულებზე, ეგრევე გაუშვეს მოსიარულე პატიმრები, იციან რომელ საკანში უნდა გაუშვან და დომინოს პრინციპით ყველამ უკვე იცის რომ იქ არის"- აღნიშნავს ციხის თანამშრომელი. 

"პირველების" წყარო ამბობს, რომ სააკაშვილის საავადმყოფოში გამოჩენა ავტომატურად ბუნტს გამოიწვევს: 

შანსი არ არის, იქ უეჭველი ბუნტი ატყდება. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ფაქტია, აიჯაჰრებიან, ამას წყალი არ გაუვა. მეცოდება ოფიცრები და ბადრაგი. ვერ გაუმკლავდებიან. მე მაგალითად მოვდივარ, რადგან ამ სტრესს ვერ გავუძლებ. თავს ხომ ვერ შევაკლავ?!"- გვითხრა გლდანის ციხის მოქმედმა თანმშრომელმა. 

მისი თქმით, ციხის საავადმყოფოს ფუნქცია დიდი ხანია აღარ აქვს და ექიმებიც კი გაუშვეს და კადრები შეამცირეს. ჩვენი რესპოდენტის თქმით, თუ მდგომარეობა დამძიმდა, ციხის კლინიკაში სააკაშვილს ვერ გადაარჩენენ. 

ეგ იქ რომ მოიყვანონ განწირულია სასიკვდილოდ, ბუნტი გარდაუვალია"- აღნიშნავს ის. 

 "შაბათის ეთერის" რესპონდენტის თქმით, ციხეს კვლავ კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი აკონტროლებს. 

ან წულუკიანს რატომ ევასება ეს ქურდები და შავი სამყარო. სვანები ხომ ბლატაობენ და ბლატაობენ, სვანების ბლატავი მიდის"- განაცხადა  ციხის მოქმედ თანამშრომელმა. 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები