კადრების გამოქვეყნებით უდიდესი შეურაცხყოფა მიაყენეს ციხის სამედიცინო პერსონალს - სააკაშვილი

07.11.21 10:25
კადრების გამოქვეყნებით უდიდესი შეურაცხყოფა მიაყენეს ციხის სამედიცინო პერსონალს - სააკაშვილი

Facebook-ზე  მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ვრცელდება,  სადაც მესამე პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ მას შიმშილობის ნორმები ამ დრომდე არ დაურღვევია. სააკაშვილის თქმით, პენიტენციურის მიერ გამოქვეყნებული კადრებით ყველა დარწმუნდა, რომ ის ნამდვილად შიმშილობს.

ამ კადრების გამოქვეყნებით უდიდესი შეურაცხყოფა მიაყენეს ციხის სამედიცინო პერსონალს, რომელთაც დღეს მე განმიცხადეს, რომ დღემდე არ დამირღვევია შიმშილობის ნორმები და ის, რასაც ვიღებ ექიმის დანიშნულებით, არ წარმოადგენს კვებას. იგივე უთხრეს სახალხო დამცველის წარმომადგენელსაც, რაც აისახა კიდეც მის დღევანდელ დასკვნაში", -  ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.

მსგავსი სიახლეები