ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებაზე „ოცნებაში“ პირველი კომენტარები კეთდება

02.03.26 15:17
ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებაზე „ოცნებაში“ პირველი კომენტარები კეთდება

ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებაზე „ოცნებაში“ პირველი კომენტარები კეთდება. დეპუტატები ამტკიცებენ, რომ ხელისუფლების ოპონენტებს ნული რეპუტაცია აქვთ და საზოგადოების მხარდაჭერა მაინც ვერ მიიღებენ.

ნინო წილოსანის თქმით, ოპოზიციას გარედანწამოწული უცხო ძალების იმედი აქვს და მათ ქართველი ხალხსი მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქოდნეთ.

გაერთიანება წარმოუდგენელია, როდესაც საუბარი გვაქვს ნული რეპუტაციის და ნული მხარდაჭერის მქონე ოპოზიციურ პარტიებზე, ესენი არიან რადიკალები, ვისაც არა ქართველი ხალხის, არამედ გარედან წამოსული უცხო ძალების დახმარების იმედი აქვს, ზუსტად ასეთი უცხო ძალების დახმარება აღმოჩნდა „კამიტის“ შეთითხნილი საქმე და ორი მსხვილი მედიასაშუალების დასანქცირება. რაც შეეხება ლელოს და გახარიას - მათი ტაქტიკაც გარედან დავალებული ტაქტიკაც ასეთი იყო, რომ წინასაარჩევნოდაც ცალკე უნდა გამდგარიყვნენ, თუმცა, ვნახეთ, რომ ამით არ მოტყუვდა ქართველი ამომრჩეველი და არც ახლა მოვტყუვდებით. არ შეიძლება გაერთიანდეს ჰაერი, არარსებული ელემენტები ვერ გაერთიანდებიან. არ არსებობს ოპოზიცია ნაცების სახით, ესენი არიან დამნაშავე და ბოროტი ძალა, - განაცხადა ნინო წილოსანმა. 

გაერთიანების უპერსპექტივობაზე საუბრობს “ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი. დავით მათიკაშვილის თქმით, აღნიშნულ პარტიებს თუ რამე შეიძლება აერთიანებდეს, ეს „ქვეყნის სიძულვილია“.

“ოცნებაში“ არიან ისეთებიც, ვისაც ოპოზიციის გაერთიანების არ სჯერა და ამბობს, რომ ეს მათი “ყველა ორშაბათის“ გეგმაა.

ყოველ ორშაბათს ახალ გეგმავს გვაცნობენ, დღეს ორშაბათია, ახალი ორშაბათი დადგა და ახალი გეგმა აქვთ, დაველოდოთ ბევრი ორშაბათი იქნება და ბევრი ახალი გეგმა. ნულს რომ ნული მივუმატოთ, ვერანაირ მთელ რიცხვს ვერ მიიღებ, - ამბობს შარმანაშვილი. 

ოპოზიციის ნაწილი ახალ გაერთიანებაზე თანხმდება - ერთიანი  თამაშის წესების შესახებ შეთანხმებას ხელი დღეს მოეწერება.

შეხვედრა 18:00 საათზეა ჩანიშნული.

“პირველების“ ინფორმაციით, ერთიან სტრატეგიაზე თანხმდებიან “ახლები“, “ნაციონალური მოძრაობა“, “დროა“, “გირჩი“, “ფედრელასტები“ და “თავისუფლების მოედანი“, ხოლო უარს ამბობენ “ლელო“, გახარიას გუნდი  და ანა დოლიძის პარტია - "ხალხისთვის".