არასოდეს დაგვიმალავს, რომ ვიტამინებს და გარკვეულ პრეპარატებს იღებდა - სააკაშვილის ადვოკატი

07.11.21 11:06
არასოდეს დაგვიმალავს, რომ ვიტამინებს და გარკვეულ პრეპარატებს იღებდა - სააკაშვილის ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მტკიცებით,  მესამე პრეზიდენტი საკვებ დანამატებს ციხეში ექიმების რეკომენდაციით იღებდა. სააკაშვილის უფლებადამცველები გუშინ გასაჯაროებულ კადრებს პრეზიდენტიც დისკრედიტაციის მცდელობად აფასებენ და მომხდარზე პასუხისმგებლობას იურისტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს აკისრებენ.

არასოდეს საზოგადოებისთვის არ დაგვიმალავს, რომ ვიტამინებს და გარკვეულ პრეპარატებს იღებდა მიხეილ სააკაშვილი საიმისოდ, რომ სასიცოცხლო ფუნქციები ყოფილიყო შენარჩუნებული. ის რაც კადრებში ვნახეთ არის სწორედ სასიცოცხლო ფუნქციების შესანარჩუნებლად, ექიმის დანიშნულებით პრეპარატული საშუალებების მიღება. ეს არ არის საკვები საშუალების მიღება, ამას ადასტურებს სამედიცინო ჩანაწერი, რომელსაც პენიტენციური აწარმოებს.

 

მსგავსი სიახლეები