შიმშილობის მე-5 დღე პარლამენტში - ხოშტარია ექიმებმა მოინახულეს
"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია პროტესტის ნიშნად პარლამენტში, უკვე მე-5 დღეა შიმშილობს. ხოშტარიას ამ დრომდე მხოლოდ წყალი აქვს მიღებული. მოშიმშილე პოლიტიკოსი ექიმებმა მოინახულეს.ექიმების თქმით, ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა წინა დღეებთან შედარებით შეცვლილია, თუმცა ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს.
ამ ეტაპზე ქალბატონი ელენეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გუშინდელთან შედარებით თავს ოდნავ სუსტად გრძნობს. სასიცოცხლო პარალეტრები ოდნავ შეიცვალა, მაგრამ ნორმის ფარგლებში რჩება. ღებულობს სითხეს, მედიკამენტებს და ვიტამინებს არ იღებს. შესაძლებელია დადგეს საჭიროება დამატებითი კვლევების და მედიკამენტოზური მკურნალობის", - ამბობს ექიმი მაია ცანავა.