მნიშვნელოვანი მხარდაჭერის სიგნალი პოლიტიკური პატიმრების მიმართ - ლემონჯავა ევროპარლამენტში დაგეგმილ დებატებებზე

07.03.26 11:14
მნიშვნელოვანი მხარდაჭერის სიგნალი პოლიტიკური პატიმრების მიმართ - ლემონჯავა ევროპარლამენტში დაგეგმილ დებატებებზე

ეს არის მნიშვნელოვანი მხარდაჭერის სიგნალი პოლიტიკური პატიმრების მიმართ  - ასე ეხმაურება "დროას" წევრი, გიგა ლემონჯავა ევროპარლამენტში დაგეგმილ დებატებებს.

  • 11 მარტს გაიმართება ევროპარლამენტში საგანგებო დებატები გაიმართება სახელწოდებით - "ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები "ქართული ოცნების" რეჟიმის პირობებში"

ლემონჯავას თქმით, ევროპაში არავის არ ავიწყდება, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური პატიმრები.

11 მარტს გაიმართება საგანგებო დებატები ევროპარლამენტში სახელწოდებით - "ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები "ქართული ოცნების" რეჟიმის პირობებში". ხოლო 12 მარტს უკვე გაიმართება კენჭისყრა რეზოლუციისა ანალოგიური სახელწოდებით. ეს არის მნიშვნელოვანი მხარდაჭერის სიგნალი ევროპარლამენტიდან პოლიტიკური პატიმრების მიმართ და განაცხადი იმის შესახებ, რომ ევროპაში არავის არ ავიწყდება, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური პატიმრები.

ერთი მხრივ, ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველ ხალხს მის ბრძოლაში თავისუფლებისთვის, ხოლო მეორე მხრივ, აქ გააკეთებს ყველაფერს, რომ შეზღუდოს და შეავიწროოს  რეჟიმი, რომელიც ავიწროებს და ზღუდავს ათასგვარი რეპრესიული მეთოდით საკუთარ მოქალაქეებს", - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.