სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე - ოპოზიცია მთავრობასთან მოლაპარაკებებს არ გამორიცხავს

08.11.21 13:34
სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე - ოპოზიცია მთავრობასთან მოლაპარაკებებს არ გამორიცხავს

ოპოზიციის ნაწილი მზად არის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მორიდი რაუნდი გამართოს და  თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ირაკლი ღარიბაშვილის შეთავაზებას  დათანხმდეს.

ოპოზიციის ლიდერების თქმით, მთავრობამ კრიზისიდან გამოსასვლელად ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას. 

თუ დროულად არ მოეგებიან გონს და დროულად არ გადადგამენ იმ ნაბიჯებს, რომელიც ქვეყანას ამ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიდან გამოიყვანს, მოუწევთ მარტო დარჩენა, იზოლირებული არამხოლოდ ოპოზიციის მხრიდან, საზოგადოების მხრიდანაც", - თქვა ენმ-ს ლიდერმა  ზაალ უდუმაშვილმა. 

"ლელო" ხელისუფლებასთან სასწრაფოდ დიალოგის დაწყებას ითხოვს. 

დღეს ჩვენ ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ დიალოგში მოვძებნოთ ვითარების შემდგომი დამძიმების თავიდან აცილება, ჯერი არის ხელისუფლებაზე - რა უნდათ მათ, უნდათ მათ რეალურად, რომ ქვეყანა არ ჩამოიშალოს თუ უნდათ მათ ვითარების შემდგომი ესკალაცია", - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

მსგავსი სიახლეები