სააკაშვილის შემდეგ, ივანიშვილს საქართველოს თავდაცვის უნარიანობის განზრახ დაზიანებაში ოპოზიციაც ადანაშაულებს
მიხეილ სააკაშვილის შემდეგ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს თავდაცვის უნარიანობის განზრახ დაზიანებაში ოპოზიციური პარტიების ლიდერები ადანაშაულებენ.
ისინი დარწმუნებულები არიან, რომ “ოცნებამ“ კრემლის დიდი ხნის ოცნება და დაკვეთა შეასრულა და ქვეყნის უსაფრთხოება სრულად რუსეთს დაუქვემდებაარა.
რუსეთისთვის კრიტიკულად მნიშველოვანია, რომ საქართველო იყოს თავდაცვის უუნარო, ამ დავალებას წარმატებით ასრულებს “ქართული ოცნება“, მისი კორუმპირებული სხვადასხვა მინისტრები, მათ შორის, ერთ-ერთი დღეს დაპატიმრებულია. იმის ნაცვლად რომ რესურსები მიმართულიყო ჩვენი თვდაცვის გაძლიერებისთვის, კორუფციულმა სისტემამ ეს რესურსები მთლიანად შეჭამა, ვიღაცის გასამდიდრებლად, რადგან ეს არის გამიზნული პოლიტიკა ივანიშვილის, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
გიგა ლემონჯავას თქმით, ივანიშვილმა მთლიანად მოშალა ეროვნული უსაფრთხოების სისტემა საქართველოში, ის დაუქვემდებარა რუსეთს და პირდაპირ რუსეთიდან იმართება საქართველოს უსაფრხთოების სექტორი.
საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტია რის ყველაზე უფრო დაბალი რეგიონში, ის არის დაახლოებით მესამედი სომხეთის თავდაცვის ბიუჯეტისა და დაახლოებით მეექვსედი, ან მეშვიდედი აზერბაიჯანის თავდაცვის ბიუჯეტი. ეს არის ოკუპირებული ქვეყანა, რომელსაც სჭირდება ძლიერი თავდაცვის ძალები და ძლიერი ეროვნული უსაფრთხოების სისტემა. სინამდვილეში ივანიშვილმა მთლიანად მოშლა ეროვნული უსაფრთხოების სისტემა საქართველოში, ის ერთის მხრივ დაუქვემდებარა რუსეთს, პირდაპირ რუსეთიდან იმართება საქართველოს უსაფრხთოების სექტორი და მეორეს მხრივ იქ დასაქმებულ ადამიანებს ამუშავებს პოლიტიკური ოპონენტების თვალთვალზე, მიყურადებაზე, დიპლომატების უკანონო მიყურადებაზე, - ამბობს გიგა ლემონჯავა.
მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განზრახ დაზიანებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა 7 ნოემბრის საქმეზე გამართულ სასამართლო პროცესზე ისაუბრა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, 2013 წელს ქვეყანას საჰაერო თავდაცვის სისტემები უნდა მიეღო, რომელიც ივანიშვილმა დაბლოკა და საქართველოს ცა დაუცველი დატოვა.