“ფული პრინციპებზე და სუვერენიტეტზე მეტად ფასობს” - სალომე ზურაბიშვილი

10.03.26 17:47
“ფული პრინციპებზე და სუვერენიტეტზე მეტად ფასობს” - სალომე ზურაბიშვილი

“ფული პრინციპებზე და სუვერენიტეტზე მეტად ფასობს” - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ყულევის პორტის სანქციების მე-20 პაკეტიდან ამოღებას.

როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, "ვიღაცეები ძალიან დაინტერესებულები არიან არ დაკარგონ ყულევისგან მოპოვებული დიდი თანხები".

ვიღაცეები ძალიან დაინტერესებულები არიან არ დაკარგონ ყულევისგან მოპოვებული დიდი თანხები. ამიტომ მზად არიან ქედი დაუხარონ “ დიპ სტეიტის”  “ უსამართლო მოთხოვნებს” და ყველა პირობა დაუდონ ევროკავშირის ესოდენ ნალანძღ ხელმძღვანელებს.
ამას ჰქვია: “ფული პრინციპებზე და სუვერენიტეტზე მეტად ფასობს” !- წერს სალომე ზურაბიშვილი. 

ევროკავშირმა ყულევის პორტი სანქციების მე-20 პაკეტიდან ამოიღო - თავდაპირველად ინფორმაცია  ქართულმა პროსახელისუფლებო მედიამ და რუსულმა სახელმწიფო სააგენტოებმა გაავრცელეს.

ევროკავშირის გადაწყვეტილების შესახებ დაწერა ზერბაიჯანულმა მედიამაც.  APA წერს, რომ შესაბამისი წერილი ქართულმა მხარემ ევროკომისრისგან დევიდ ო'სალივანისგან მიიღო.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილისთვის მიწერილი წერილი  5 მარტით თარიღდება.