რატომ გადაიფიქრეს 6 წელზე ძველი მანქანების იმპორტის აკრძალვა - მინისტრის განმარტება

12.03.26 17:13
რატომ გადაიფიქრეს 6 წელზე ძველი მანქანების იმპორტის აკრძალვა - მინისტრის განმარტება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების განბაჟების გაძვირების გადაწყვეტილება "მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო".

"მნიშვნელოვანი იყო, რომ ერთი მხრივ, მიღწეული ყოფილიყო ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზანი და მეორე მხრივ, გათვალისწინებული ყოფილიყო კერძო სექტორის ინტერესები

ჩვენი მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, გათვალისწინებული იყო მათი თხოვნა და სწორედ, ეს იყო მოტივატორი იმისა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიღებულიყო - ერთი მხრივ, შემაფერხებელი ყოფილიყო ტარიფის ზრდა ძველი მანქანების იმპორტისა და, მეორე მხრივ, ამ კუთხით შეზღუდვა გამოიწვევს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას, რაც არის გარემოს დაცვის მიმართულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, აღარ აიკრძალება ქვეყანაში 6 წელზე ძველი ავტომობილების შემოყვანა, თუმცა დაწესდება გაზრდილი საბაჟო საფასური.