პაპუაშვილს ერთადერთი ფუნქცია აქვს - ჭორაობა, ჩაუდებენ დილით კასეტას და ავტომოპასუხის რეჟიმში ჭორაობს მთელი დღე - თარგამაძე

12.03.26 22:57
პაპუაშვილს ერთადერთი ფუნქცია აქვს - ჭორაობა, ჩაუდებენ დილით კასეტას და ავტომოპასუხის რეჟიმში ჭორაობს მთელი დღე - თარგამაძე

ეჰ, შალვა, შალვა შე უბადრუკო, მართლა ერთადერთი ფუნქცია გაქვს - ჭორაობა, - ასე პასუხობს პოლიტიკოსი გივი თარგამაძე შალვა პაპუაშვილის განცხადებას, სადაც მან თქვა, რომ “სუს-ში გამოკითხვაზე დაბარებული ადამიანები "მოღალატე ჭორიკნები“ არიან, რომლებიც იქ გონორით შედიან და იქიდან სახეშეცვლილები გამოდიან.“

როგორც თარგამაძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, “უბადრუკი შალვა თავისთავზე ლაპარაკობდა, რადგან მაგაზე უფრო ჭორიკანა და მე-5 კოლონა, არ არსებობს.“

ეჰ, შალვა, შალვა, შე უბადრუკო, უბადრუკი შალვა ხო თავისთავზე ლაპარაკობდა, მაგაზე უფრო მე-5 კოლონა, მაგაზე უფრო ჭორიკანა, მართლა ერთადერთი ფუნქცია აქვს - ჭორაობა, ჩაუდებენ დილით კასეტას და ავტომოპასუხის რეჟიმში ჭორაობს მთელი დღე. შალვას მინდა ვუთხრა- ნახა ხომ დღევანდელი ეუთოს ამბავი? თუ ჰგონია, რომ იმდენად უბადრუკია, მაგას არავინ მოიკითხავს, ძალიან ცდება, მისდა სამწუხაროდ, აი, იქ შესვლა - გამოსვლაზე, ვინ რა სახით შედის და ვინ გამოდის, ან თუ გამოდის საერთოდ, მაგას ჯერ კიდევ ვნახავთ, - განაცხადა თარგამაძემ.

შალვა პაპუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაბარებულ ადამიანებს "მოღალატე ჭორიკნებს" უწოდებს და აცხადებს, რომ გამოკითხვების ამ პროცესს მიესალმება. 

პაპუაშვილი ამბობს, რომ სუს-ში მისული ადმიანები გამოკითხვაზე "გონორით" შედიან, თუმცა იქიდან სახეშეცვლილები გამოდიან.