ხიდაშელი: ჰააგის სასამართლოს მიერ ბელარუსის საქმის გამოძიება კარგი გაკვეთილია "ქართული ოცნებისთვის“

13.03.26 17:28
ხიდაშელი: ჰააგის სასამართლოს მიერ ბელარუსის საქმის გამოძიება კარგი გაკვეთილია "ქართული ოცნებისთვის“

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ბელარუსში შესაძლო დანაშაულების გამოძიება „ქართული ოცნებისთვის“ მნიშვნელოვანი სიგნალია.

მისი თქმით, 2020 წლის ბელარუსში განვითარებული მოვლენები მსგავსია იმ პროცესებისა, რაც საქართველოში მოხდა, და საერთაშორისო პარტნიორი ქვეყნების ინიციატივით შესაძლოა მსგავსი სამართლებრივი პროცესი საქართველოზეც დაიწყოს. 

დანაშაული თვისობრივად არის ძალიან მსგავსი იმისი, რაც ბელორუსში ხდებოდა 2020 წელს. 4 წლის შემდეგ ზუსტად იგივე გაიმეორა "ქართულმა ოცნებამ". მეორე იმიტომ, რომ მიმართვა განხორციელდა მესამე მხარის მიერ და ქართველ ხალხს ძალიან ბევრი მეგობარი სახელწიფო ჰყავს, რომელიც შეიძლება, ინიციატორი აღმოჩნდეს მსგავსი ამბის. ეს არის ძალიან კარგი გაკვეთილი "ქართული ოცნებისთვის", რომ თავს ვერ დაიძვრენს და მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი, მე მაქვს მოლოდინი, რომ რუსეთის მაგვარად "ქართულმა ოცნებამ" შეიძლება, მიიღოს გადაწყვეტილება და რამდენიმე საერთაშორისო მექანიზმი დატოვოს, მათ შორის ჰააგის სასამართლოს იურისდიქციიდან გავიდეს, მაგრამ ეს საქმე მნიშვნელოვანი და პრეცედენტული იქნება სწორედ იმიტომ, რომ აჩვენებს, რომ იმის მიუხედავად, იმ მომენტში ქვეყანა არის თუ არა ხელმომწერი სახელმწიფო, პასუხისმგებლობის საკითხი მაინც შეიძლება, დადგეს, - ამბობს თინა ხიდაშელი. 

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო. როგორც Reuters წერს, საქმე ეხება ალექსანდრ ლუკაშენკოს ხელისუფლების მიერ ბელარუსის მოქალაქეების პოლიტიკური მოტივებით დევნას.

გამოძიება მიზნად ისახავს დაადგინოს, ჰქონდა თუ არა ადგილი სისტემურ დევნასა და სხვა შესაძლო დანაშაულებს, რომლებიც შეიძლება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებად შეფასდეს.

 

მსგავსი სიახლეები