რუსთავის ციხესთან ვერტმფრენი გამოჩნდა
რუსთავის ნომერ მე-12-ე დაწესებულებასთან, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილია, მოთავსებული, ვერტმფრენი გამოჩნდა. არ არის გამორიცხული, რომ სააკაშვილი კლინიკაში გადაიყვანონ.
მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის, განცხადებით, კონსილიუმის გადაწყვეტილებით, მესამე პრეზიდენტი მაღალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაიყვანონ, რადგან სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესებულია.
ამასთან, დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ, განაცხადა, რომ არ გამორიცხავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ.