გვარამია არ გამორიცხავს, რომ ეუთოს რეკომენდაციის გამო "ხარება" დააკავონ
კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ შესაძლოა "ოცნებამ" ეუთოს რეკომენდაციების შესასრულებლად "ვიღაცები დაიჭიროს".
გვარამიას ამის საფუძელს ირაკლი კობახიძის დღეს გაკეთებული განცხადება აძლევს, რომელმაც თქვა, რომ "მოსკოვის მექანიზმის" დასკვნაში არის რეკომენდაციები, რომლელიც გასათვალისწინებელია.
გვარამია არ გამორიცხავეს, რომ ერთ-ერთი ვინც შეიძლება დაიჭიროსნ სპეცრაზმის ყოფილი შეფი, ზვაიდ ხარაზიშვილი (ხარება) იყოს.
ჩვენ ვხედავთ, რომ "ოცნება" ნელ-ნელა ბარტყების გადმოგდებას იწყებს. მცირე ბარტყებით დაიწყო - დებატებით, რომელიც საბოლოო ჯამში დებატებიც არ არის. ეხლა ვიღაცებს დაიჭერენ ამ რეკომენდაციების გამო, მე ასე მგონია. რამდენიმე საქმეს აღძრავენ ამ დარბევებზე, წამებებზე და დაიწყებენ ქვემოდან, მაგრამ ნელ-ნელა ზემოთ ავლენ. თვითონ შეიზლება გვითხრან, რომ გამოიძიეს და მაგალითად "ხარება" წამებაში მონაწილეობდა და დაიჭირონ. ჩვენ კარგად ვიცით, ეს როგორ და სად წყდებოდა. ამ კითხვებზე პასუხები არ გევჩქარება, ისედაც ვიცით და შემდეგი ხელისუფლება პასუხისმგებლობას დააყენებს. მთავარი, რაც კობახიძემ უნდა გააკეთოს, არალეგიტიმური ხელისუფლება საკუთარი ჩათვლით მოშორდეს ამ ქვეყანას და ჩაინიშნოს დემოკრატიული არჩევნები", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ასევე ნახეთ:
რა წერია „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშში ჰააგასთან დაკავშირებით:
- ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში, რომელიც რომის სტატუტის წევრ ქვეყნებს აძლევს რეკომენდაციას, რომ მათ შეიძლება განიხილონ საქართველოში არსებული ვითარების გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC), "პოლიტიკური დევნის, წამებისა და სხვა არაადამიანური ქმედებების მზარდი შემთხვევების გათვალისწინებით".
რა არის რომის სტატუტი:
დოკუმენტი, რომლითაც შეიქმნა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC). საქართველო ამ სტატუტის წევრია, ნებისმიერ სხვა წევრ სახელმწიფოს აქვს უფლება, მიმართოს პროკურორს და მოითხოვოს საქართველოში სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება.