ფაქტია, ჩემი შვილი რუსთავის ციხეში არ არის - გიული ალასანია
ფაქტია, საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსტავის ციხეში არ არის - ამის შესახებ მედიას მიხეილ სააკაშვილის დედამ განუცხადა. გიული ალასანია აცხადებს, რომ 2 საათის განმავლობაში ელოდება შვილის სანახად შესვლას, თუმცა კონკრეტულ პასუხს არ აძლევენ.
არ მაქვს ინფორმაცია, მაქვს ვარაუდი, რომ მიშა გადაიყვანეს, დავინახე, როგორ გადაგვიფრინა ვერტმფრენმა. ფაქტია, იგი გაიყვანეს ბრონირებული მანქანებით და მერე ვერტმფრენში ჩასვეს.
ფაქტია, ჩემი შვილი რუსთავის ციხეში არ არის, გამოდის, რომ გაიტაცეს.
რაც შეეხება მიზეზს, რატომ არ შემიშვეს ჩემი შვილის სანახავად, არ აქვთ პასუხი იმ გოგოებს, ვისთანაც კონტაქტი მქონდა - განუცხადა მედიას გიული ალასანიამ.
რუსთავის ნომერ მე-12 დაწესებულებასთან, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, ვერტმფრენი გამოჩნდა. არ არის გამორიცხული, რომ სააკაშვილი კლინიკაში გადაიყვანონ.