"ეუთოს წევრმა ქვეყნებმა შესაძლოა, წამებაში ჩართული პირების მიმართ გამოძიება ინდივიდუალურად დაიწყოს - ეკა გიგაური

14.03.26 19:07
"ეუთოს წევრმა ქვეყნებმა შესაძლოა, წამებაში ჩართული პირების მიმართ გამოძიება  ინდივიდუალურად დაიწყოს - ეკა გიგაური

"საერთაშორისო გამჭვრივალობა- საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ „მოსკოვის მექანიზმში“ მხოლოდ ჰააგაში საქმის გამოძიებაზე არ არის საუბარი.  ეკა გიგაური არ გამორიცხავს, რომ ეუთოს წევრი 24-მა სახელმწიფომ ინდივიდუალურად დაწყოს გამოძიება იმ ადამაინების წინააღმდეგ, რომლებიც "სისტემურ წამებაში ჩართულები იყვნენ".

განცხადება ამის შესახებ მესამე სექტორის წარმომადგენელმა TV პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. 

[ირაკლი კობახიძის] კომენტარები და შეურაცხყოფა, არის ძირითადად თავისი მომხრეებისთვის, რომ წელში გამართულები არიან და არაფერი ემუქრებათ. სინამდვილეში ბევრი რამ ემუქრებათ აქ [მოსკოვის მექანიზმის ანგარიშში] მხოლოდ საერთაშორისო დევნაზე არ არის საუბარი, სადაც ჩაერთცება საერთაშორისო სასამართლო. "მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო, თითოეულმა ქვეყანამ შეიძლება დაიწყოს თავისი კანონმდებლობის ფარგლებში გამოძიება იმ ადამაინების წინააღმდეგ, რომლებიც სისტემურ წამებაში და ადამიანის უფკლებების სისტემურ დარღვევაში ჩართულები იყვნენ. ამ ქვეყნების პროკურატურამ შეიძლება ასეთი ადამიანების წინააღმდეგ დაიწყოს გამოძიება. რა თქმა უნდა ასეთი პირები ძებნაზეც გამოცხადდებიან და ვალდებულებაც შეექმნებათ სხვა წევრ, განსაკუთრებით ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, თუ ამ პირებზე ინტერპოლით ძებნას გამოაცხადებენ, დააკავონ ისინი და გადასცენ იმ სახელმწიფოს, რომელმაც მათზე გამოძიება ჩაატარა და ძებნა გამოაცხადა. ბიძინა ივანიშვილი კონკრეტულ პროკურორებს, მოსამართლეებს, პოლიციელბს ვერანაირ გარანტიას ვერ მისცემს. ყველამ ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები, მათზე საჯარო ინფორმაციები არსებობს. ვიცით რა სახით იყვნენ ჩართულნი კონკრეტულ დანაშაულებებში, მათ შორის პოლიტპატიმრების საქმეებში. 

აქ [მოსკოვის მექანიზმში] ბევრი განზომილებაა, სადაც შესაძლოა კონკრეტული ადამინების პასუხისმგებლობა დადგეს. 

მგონია, რომ ირაკლი კობახიძის განცხადება... [კობახიძე ამბობს, რომ ზოგიერთ დათქმაზე იმუშავებენ], ხომ გვახსოვს, რომ ისინი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობდნენ, მათ ძალიან კარგად იციან, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ასეთი სახის ანგარიშს. მათ იციან, კონკრეტულად რაღაც ნაბიჯები რომ არ გადადგან და ეს პროცესი რომ არ დაიწყონ, ძალიან დიდი პრობლემების წინაშე დადგებიან. ჩემი მოლოდინია, რომ ისინი, შეეცდებიან გარკვეული რეკომენდაციები შეასრულონ, რომელიც მათთვის ძალიან საზიანო არ ქნება. 

პირველი მცდელობა შესაძლოა იყოს ის რომ ზოგად რეფორმაზე აიღონ პასუხისმგებლობა, მაგალითად სასამართლოს რეფორმას გადავხედავთ, ან მსგავსი რამ. [პატიმრებზე არა, რადგან ეს საკითხი მწვავედ დგას]. შეეცდებიან ფოკუსის გადატანას. თუმცა მათ, იქვე ძალიან კარგად იციან, რომ კრიზისის დაძლევის ნიშნები რომ გამოჩნდეს, ამისთვის, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, პოლიტიკური პატიმნრების გათავისუფლება"- თქვა გიგაურმა. 

TI-ის ხელმძღვანელის თქმით, "იმისთვის, რომ ივანიშვილმა თავი გადაირჩინოს, იგი თავის გუნდის წევრებსაც გაწირავს". 

ეუთოს 23 ქვეყნის მოთხოვნით, საქართველოსთან დაკავშირებით ამოქმედებული „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიში ადამიანის უფლებებზე მკვეთრად აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდებს.

ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის რეკომენდაციაში წერია, რომ შესაძლოა განიხილონ საქართველოს საქმის ჰააგის სასამართლოსთვის (ICC) გადაცემა.

რა წერია „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშში ჰააგასთან დაკავშირებით: 

  • ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში, რომელიც რომის სტატუტის წევრ ქვეყნებს აძლევს რეკომენდაციას, რომ მათ შეიძლება განიხილონ საქართველოში არსებული ვითარების გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC), "პოლიტიკური დევნის, წამებისა და სხვა არაადამიანური ქმედებების მზარდი შემთხვევების გათვალისწინებით".

რა არის რომის სტატუტი:

დოკუმენტი, რომლითაც შეიქმნა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC). საქართველო ამ სტატუტის წევრია, ნებისმიერ სხვა წევრ სახელმწიფოს აქვს უფლება, მიმართოს პროკურორს და მოითხოვოს საქართველოში სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება.