მოსკოვის ახალი პოლიტიკური გზავნილი "ოცნებას" - რას ამბობენ ოპოზიციაში
ოპოზიციის წარმომადგენლები "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიმართ, მოსკოვის ახალ გზავნილებს ეხმაურებიან.
- ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას თქმით, მოსკოვს თბილისისგან კონკრეტული ნაბიჯების დანახვა უნდა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის აღდგენის გადაწყვეტილება თბილისის მისაღებია.
მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, ზახაროვას ინტერვიუში გამოჩნდა, რომ კრემლი ოკუპირებული რეგიონების აღიარებას ითხოვს, ამასთან ფსოუს გამშვები პუნქტის რეაბილიტაციის, აფხაზეთის რკინიგზის გახსნის და ენგურის ტერმინალის აშენებული და მზა პროექტის კუთხით მოქმედებს.
მე ვფიქრობ, რომ შემთხვევითია ნიკოლოზ მჟავანაძე და მისი ინტერვიუ ზახაროვასთან, რომელიც პირდაპირ ლავროვის გზავნილებს გადასცემს და არც ის მგონია შემთხვევითი, როდესაც ერთის მხრივ პირადად აქებს "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს, თუმცა დამატებით ერთის მხრივ არათუ ითხოვს ოკუპირებული რეგიონების აღიარებას და მათ შორის შეტყაპუნებას ოკუპაციის, არამედ მოქმედებს ერთის მხრივ ფსოუს გამშვები პუნქტის რეაბილიტაციის კუთხით, აფხაზეთის რკინიგზის გახსნის კუთხით, რასაც მისი ვიცე-პრემიერიც ღიად საუბრობდა და მათ შორის ენგურის ტერმინალის აშენებული და მზა პროექტის კუთხით.
ამიტომ, ცალსახაა ერთი, რომ ის ირონია, რომელიც სპორტულ თამაშებს უკავშირდებოდა, არის დაცინვა, მეორეს მხრივ, "ქართული ოცნების" და კიდევ ერთი გზავნილი, რომ მათ მოუწევთ მარტო დარჩენილ პირობებში, რუსული თამაშის წესების მიღება," - ამბობს თეონა აქუბარდია.
"ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, თაზო დათუნაშვილის თქმით, ზახაროვა თავის განცხადებაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას გულისხმობდა - "მას უნდა, რომ აღიარება მოხდეს და შემდეგ დავიწყოთ ურთიერთობები".
ეს არარაობა, რომელიც წარმოადგენს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, იქ ამბობს, რომ თურმე ბურთი მათ მოედანზე არ არის, თურმე ჩვენ გვაქვს კიდევ რაღაც გასაკეთებელი, "ქართულ ოცნებას" აქვს რაღაც გასაკეთებელი. აქ პირდაპირ გულისხმობს, რა თქმა უნდა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას, არავის არ ჰქონდეს განცდა, რომ რაღაც სხვაზე არის ლაპარაკი. მას უნდა, რომ აღიარება მოხდეს და შემდეგ დავიწყოთ ურთიერთობები. ეს არის შემდეგი ეტაპი, ახლა ხდება ბანალიზება ურთიერთობების განახლების, დიპლომატიური, თუ სხვა ტიპის სახელმწიფო ურთიერთობების განახლების რუსეთის ფედერაციასთან, იმ პირობებით, რა პირობებიც არის პირდაპირ მოღალატეობა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო," - აღნიშნა თაზო დათუნაშვილმა.