უგულავა: პატრიარქის ანდერძი არსებობს და მას ხალხს არ ანახებენ
გიგი უგულავა ამტკიცებს, რომ “პატრიარქის ანდერძი არსებობს”. პოლიტიკოსი წერს, რომ ანდერძს საზოგადოებას არ ანახებენ.
გიგი უგულავა მოსაყდრეს აკრიტიკებს და აღნიშნავს რომ “ილია მეორეს შიო მუჯირი შარშან ფაქტობრივად გაძევებული ჰყავდა”.
მეგობრებო, ეს ეგზარქოს შიო მუჯირის პირველი ღია ნაბიჯია მიიტაცოს პატრიარქის ტახტი რუსების დახმარებით. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ის შარშან პატრიარქს ფაქტობრივად გაძევებული ჰყავდა. უნდა იცოდეს, რომ პატრიარქის ანდერძი არსებობს და მას არ ანახებენ ხალხს, მოტივით რომ 15 სეიფია და სად ვეძებოთო. უწმინდესის ცხედარი არ გაციებულა და ესენი უკვე სპეცოპერაციას ატარებენ"- წერია უგულავას სტატუსში.
ვრცლად უგულავას სტატუსი:
უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, 2026 წლის 17 მარტს, გვიან საღამოს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ილია მეორეს გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან დაადასტურა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა.
მეორე დღეა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილიასთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. ილია II ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში გუშინ დაასვენეს.
ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.