“რუსთავი 2 -ის“, “პოსტივის“ და “იმედის“ სანქცირების მოთხოვნა ევროპარლამენტიდან - ბრეიზას ვიდეომიმართვა ქართულად
“პირველებმა“ მოიპოვა დოკუმენტი, სადაც ჩაწერილია 305 შესწორება, რომელიც უნდა შევიდეს საქართველოს შესახებ ანგარიშში, რომელსაც ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი ამზადებს და რომელსაც კენჭს მაისის ბოლოს, ან ივნისის დასაწყისში უყრიან.
დოკუმენტში, შეწსორებების სახით გაჩნდა უფრო ფართო წრის დასანქცირების მოთხოვნა, არა მხოლოდ “ქართული ოცნების“ ლიდერების, ევროპარალმენტარები ითხოვენ ტელეკომპანიებს დასანქცირებასაც, ისე როგორც მოხდა დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში.
შესწორებების ერთ-ერთი ავტორი, ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა ქართულ ენაზე ჩაწერილ ვიდეოსაც ავრცელებს და ითხოვს, ევროკავშირმა გაიზიაროს დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება და ევროპულ ქვეყნებშიც დასანქცირდნენ ის მედიასაშაულებები, რომლებსაც ბრიტანეთმა პასუხისმგებლობა დააკისრა.
მივმართე კომისიას, გაიზიაროს ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები, რომლებიც შეეხება ქართულ პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებს - რუსთავი 2 -ს , პოსტივის და იმედს. ასევე წარადგინეს ცვლილებების ტექსტი რასა იუკნევიჩიენემ, მირიამ ლექსმანმა, მარიუშ კამინსკიმ და მალგოჟატა გოშევსკამ.
ეს არ არის მხოლოდ ერთი, ან ორი ევროპარლამენტარის პოზიცია, ეს არის ევროკავშირის პოზიცია. მივიღეთ წერილები ამ სამი მედიასაშუალებისგან, ისინი ითხოვენ განმარტებას, თუ რა საფუძვლით არიან მოხსენიებულნი პროპაგანდისტულ სუბიექტებად. ნუთუ ეს არ არის სიმპტომური. ჩვენ უნდა ვიდგეთ ერთად და ძლიერად, რომ დავამარცხოთ რუსეთის იმპერიალიზმი. ევროკავშირი დგას ქართველი ხალხის გვერდით. საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის ღირსეული წევრი, - ამბობს ბრეიზა ვიდეო მიმართვაში.
ევროპარლამენტარები იმედის, პოსტივის და რუსთავი 2-ის დასანქცირებაზე მუშაობას იწყებენ. ტვ პირველის ხელშია ტექსტი, რომლის დამატებასაც საქართველოს შესახებ წლიურ ანგარიშში ევროპარლამენტის ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფის წევრები ითხოვენ. ევროპის სახალხო პარტიის დეპუტატები სახელისუფლებო პროპაგანდისტულ მედიებს რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ამხელენ და ევროკავშირისგან რეაგირებას ითხოვენ.
ამ ინიციატივის ავტორები კშიშტოფ ბრეიზა, მიხარ შჩერბა და ანდრეი ჰალიცკი არიან. ეს მოთხოვნა ევრპარლამენტში უკვე დღის წესრიგშია და ახლა სხვა ევროპარლამენტარების მხარდაჭერას ელოდება. თუ წინადადება საბოლოოდ დადასტურდება, ეს ტექსტი ჩაიწერება ევროპარლამენტის წლიურ ანგარიშში,რომელსაც ევროპელი პოლიტიკოსები კენჭს მაისის ბოლოს უყრიან.