ევროპარლამენტარები "იმედის", "პოსტ ტვ-ის" და რუსთავი 2-ის დასანქცირებაზე მუშაობას იწყებენ

23.03.26 20:26
ევროპარლამენტარები "იმედის", "პოსტ ტვ-ის" და რუსთავი 2-ის დასანქცირებაზე მუშაობას იწყებენ

ევროპარლამენტარები იმედის, პოსტივის და რუსთავი 2-ის დასანქცირებაზე მუშაობას იწყებენ.  ტვ პირველის ხელშია ტექსტი, რომლის დამატებასაც საქართველოს შესახებ წლიურ ანგარიშში ევროპარლამენტის ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფის წევრები ითხოვენ. ევროპის სახალხო პარტიის დეპუტატები სახელისუფლებო პროპაგანდისტულ მედიებს რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ამხელენ და ევროკავშირისგან რეაგირებას ითხოვენ.  

ამ ინიციატივის ავტორები კშიშტოფ ბრეიზა, მიხარ შჩერბა და ანდრეი ჰალიცკი არიან. ეს მოთხოვნა ევრპარლამენტში უკვე დღის წესრიგშია და ახლა სხვა ევროპარლამენტარების მხარდაჭერას ელოდება. თუ წინადადება საბოლოოდ დადასტურდება, ეს ტექსტი ჩაიწერება ევროპარლამენტის წლიურ ანგარიშში,რომელსაც ევროპელი პოლიტიკოსები კენჭს მაისის ბოლოს უყრიან.

ევროპარლამენტში იზრდება იმ დეპუტატების რიცხვი ვინც ფიქრობს, რომ ევროკავშრიმა დიდი ბრიტანეთის მიერ რუსული საინფორმაციო ომის იარღად გამოცხადებული იმედი და პოსტ ტივი უნდა დაასანქციროს. ამ მიმართულებით დასავლური ქვეყნების თანამშრომლობა აჩვენებს, რომ ეს ასეც ხდება ხოლმე. ასე იყო მაგალითად რუსული პროპაგანდისტული მაუწყებლების შემთხვევაში, როცა რაშა თუდეი, სპუტნიკი და ტვ ნოვოსტი  ჯერ ბრიტანეთმა დაასანქცირა, შემდეგ კი ევროკავსირის სასანქციო პაკეტში მოხვდნენ.

ევროკავშირი კი საქართველოს შესახებ კიდევ ერთ ანგარიშს ამზადებს - ამჯერად საუბარია წლიურ დოკუმენტზე, რომელიც საქართველოს პროგრესს შეაფასებს, თუმცა დასკვნაში პროგრესზე საუბარი ნაკლებად იქნება. გაფართოების შესახებ წლიურ ანგარიშზე მუშაობისას ევროკავშირის წარმომადგებლობა თანამშორმლობისთვის იმ სამოქალაქო ორგანიზაციებს იწვევს, რომელთა გასანადგურებლადაც "ქართულმა ოცნებამ" არაერთი კანონი მიიღო. მესამე სექტორი ევროპული გაერთიანებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებას აპირებს - როგორ წაართვა ქართულმა ოცნებამ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსი.

დეტალები ნახეთ, თათია წოწონავას რეპორტაჟში.