“ოცნებაში“ სუს- ის ფაილებზე კომენტარი კეთდება

30.03.26 12:00
“ოცნებაში“ სუს- ის ფაილებზე კომენტარი კეთდება

“ოცნების“ დეპუტატები ამტკიცებენ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია სუს-იდან გამოჟონილ ფაილებზე, საიდანაც ირკვევა, რომ საეკლესიო პირებს უსმენდნენ.

არ მგონია, რომ სიმართლეს შესაბამებოდეს, ამ კრებსების სინამდვილე ჯერ დადატურებული არ არის,- ამბობს ბოჟაძე და დასძენს, რომ პატრიარქის არჩევა დებულებით გაწერილი პროცედურების საფუძველზე მოხდება.

რაც შეეხება სინოდის გადაწყვეტილებას, თქვენ იცით, რომ დებულებით გაწერილია პროცედურები, შეიძლება იყოს სამი კანდიდატი, შესაძლოა, გახდეს საჭირო მეორე ტურის ჩატარება, დაველოდოთ. 39 -ივე მღვდელთავარს აქვს უფლება აირჩიოს ის, ვინც უნდა, და ყველა მათგანს ექნება საშუალება დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება, - ამბობს ბოჟაძე.

უცხოურ ძალას და მათ წარმომადგენლებს აბრალებს გურამ მაჭარაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და აცხადებს, რომ “სუს-ის ფაილებიდან გამოჟონილი ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და არც არსებობს ასეთი მტკიცებულებები.“

შაბათის ეთერმა" სუს-ის აქამდე უცნობი ფაილები შეისწავლა - ფაილების თანახმად, სპეცსამსახურები ჯერ კიდევ 2017 წლიდან ეძებდნენ პატრიარქის შემცვლელს და იკვლევდნენ, ვის რა შანსი ჰქონდა, შეეცვალა ილია მეორე. 

TV პირველის გამომძიებელი ჟურნალისტების ცნობით, 2021 წელს გამოჟონილი ათი ათასობით ფაილის გარკვეული ნაწილის გაანალიზების შედეგად დგინდება, რომ მინიუმ 2017 წლიდან, როდესაც პატრიარქი სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს, სუსი აქტიურად მუშაობდა იმის გამოსარკვევად, ვის რა შანსი ჰქონდა, დაედგა პატრიარქის მიტრა.