"ოცნება" ამტკიცებს, რომ პატრიარქის არჩევის პროცესში შესაძლოა, "გარე ძალები" ჩაერიონ

30.03.26 16:22
"ოცნება" ამტკიცებს, რომ პატრიარქის არჩევის პროცესში შესაძლოა, "გარე ძალები" ჩაერიონ

"ოცნება" ამტკიცებს, რომ პატრიარქის არჩევის პროცესში შესაძლოა, "გარე ძალები" ჩაერიონ. ამასთან, დეპუტატები არ აკონკრეტებენ, ვინ იგულისხმება გარე ძალებში. 

ამასთან, გია ვოლსკი ირწმუნება, რომ არ არსებობს არანაირი საფუძველი იმის, რომ პატრიარქსა და ივანიშვილს შორის რაიმე სახის დაპირისპირება არსებობდა.

პოლიტიკური ძალები არც უნდა ჩაერიონ და არც არის ამის არანაირი არათუ საფუძველი, არანაირი ტრადიცია. მრევლის შეკვეთა არის ქვეყნის სამშვიდობოზე გადაყვანა, დაპირისპირების გარეშე პროცესების წარმართვა და თუკი რაიმე სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს ეკლესიის შიგნით, ის უნდა დარჩეს ეკლესიის შიგნით, ყოველგვარი გარე ჩარევის გარეშე.

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს ივანიშვილის დამოკიდებულება პატრიარქის მიმართ, მათი პირადი ურთიერთობებიდან დაწყებული დამთავრებული საქმიანი ურთიერთობებით, რომელიც აისახა არაერთ პროექტში. არანაირი ნიშანი იმის, რომ დაპირისპირება ყოფილიყო გინდ ივანიშვილსა და პატრიარქს, გინდ რომელიმე ქართული ოცნების მაღალი თანამდებობისა პირებსა და სასულიერო პირებს შორის, - ამბობს ვოლსკი.

საპატრიარქოს საქმიანობაში ჩარევას დაუშვებლად მიიჩნევს არჩილ გორდულაძეც. 

ყველას მოვუწოდებთ, რომ ხელები არ ასავსავონ და არ ჩარიონ და არავითარი მცდელობა არ ჰქონდეთ საპატრიარქოს საქმიანობაში, თავი დაანებონ იმ ინსტიტუციას, - ამბობს გორდულაძე. 

გორდულაძე ასევე "დეზინფორმაციას" უწოდებს ინფორმაციას, რომ ივანიშვილი ილია მეორეს გადადგომას მის სიცოცხლეშივე სთხოვდა.  

ეს არის აბსოლუტური მტკნარი სიცრუე და დეზინფორმაცია, კიდევ ერთი მცდელობა იმის, რომ ორმხრივად გაიხსნას ცეცხლი ერთის მხრივ, ჩვენი გუნდის საპატიო თავმჯდომარის მიმართ, მეორეს მხრივ ეკლესიის მიმართულებით, - ამბობს "ოცნების" დეპუტატი. 

წმინდა სინოდის საქმიანობაში ჩარევის მცდელობაში "სხვებს" ადანაშაულებს დავით მათიკაშვილიც.  

როგორ იბადება ეს სურვილები, რამენაირად ხელი აფათურონ წმინდა სინოდის საქმეებში, თავი შეიკავოს ყველამ, მიეცეს წმინდა სინოდს, მიიღოს გადაწყვეტილება და დამერწმუნეთ, ის აცუილებლად მიიღებს გადაწყვეტილებას ყოვეგვარი პროპაგანდისტული ჩარევების გარეშე, - ამბობს მათიკაშვილი. 

აღსანიშნავია, რომ ე.წ. „სუს-ის ფაილების“ სახელით ცნობილი ფარული ჩანაწერების მიხედვით, რომელიც საზოგადოებისთვის 2021 წელს გახდა ხელმისაწვდომი, მმართველი პარტიის დამფუძნებელსა და კათოლიკოს-პატრიარქს შორის დაპირისპირების დეტალები იკვეთება.

  • მოთხოვნა გადადგომის შესახებ: გავრცელებული კრებსების თანახმად, ბიძინა ივანიშვილი ილია II-ს საპატრიარქო ტახტიდან გადადგომას მისი სიცოცხლეშივე სთხოვდა.

  • ფარული ჩაწერის მცდელობა: „შაბათის ეთერის“ მიერ მოპოვებული მასალებით ირკვევა, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტი, შორენა თეთრუაშვილი ილია II-ს ამ შეხვედრის აუდიოფიქსაციას ურჩევდა.

  • შეხვედრის ჩაშლა: სუს-ის დოკუმენტების მიხედვით, ივანიშვილი ჩაწერის შეთავაზებას არ დაეთანხმა, რის გამოც მან საპატრიარქოს შენობა პროტესტის ნიშნად დატოვა.