"რუბიოს ზარი შეეხებოდა ირანსაც, აშშ-სთვის ცნობილია კავშირების შესახებ ირანსა და "რუსულ ოცნებას" შორის" - თინა ბოკუჩავა

30.03.26 23:48
"რუბიოს ზარი შეეხებოდა ირანსაც, აშშ-სთვის ცნობილია კავშირების შესახებ ირანსა და "რუსულ ოცნებას" შორის" - თინა ბოკუჩავა

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს სატელეფონო ზარი ირაკლი კობახიძესთან ირანსაც შეეხებოდა. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი განმარტავს, რომ ამერიკელი პარტნიორებისთვის კარგად არის ცნობილი, იმ კავშირების შესახებ, რომელიც არსებობს "ირანის ისლამურ მმართველებსა და "რუსული ოცნების" წარმომადგენლებს შორის".

დღეს როდესაც შედგა ეს ზარი რუბიოსა და კობახიძეს შორის და შემდგომ სახელმწიფო დეპარტამენტმა ძალიან მშრალი და ძალიან მოკლე განცხადება გააკეთა ამ ზარის შინაარსზე, ჩვენ ვნახეთ, რომ რეალურად ამ ზარის შინაარსი მოიცავდა იმ საკითხებს, რომლის განსახილველადაც დირექტორი ანდრეოლი იმყოფებოდა საქართველოში იმიტომ, რომ იქ საუბარია სამხრეთ კავკასიის და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე და რა თქმა უნდა, უსაფრთხოებაზე არის მიბმული ეკონომიკური საკითხები. ანუ ეს არის ტრამპის მარშრუტის ფარგლებში, ამერიკის ეროვნული ინტერესების თემების განხილვა და ამ შემთხვევაში, როდესაც ვიცით, რომ ჯეი დი ვენსი იმყოფებოდა ბაქოსა და ერევანში და ზოგადად ასეულობით მილიონი დოლარი ამერიკული ინვესტიციებისა იდება იმაში, რომ სისრულეში მოვიდეს პრეზიდენტი ტრამპის შეთანხმებული ეს ე.წ. ტრამპის მარშრუტი ამ ორ ქვეყანას შორის, რომელმაც ასევე დააზავა ეს ქვეყნები, რომლებიც მრავალი დეკადის განმავლობაში იყვნენ ერთმანეთთან კონფლიქტში, ამ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებადობის და ამ ლოჯისტიკურ, თუ სავაჭრო პროექტებს არ შეექმნათ დღევანდელი რეჟიმის მხრიდან პრობლემა. 

ასევე ვფიქრობ, რომ ეს ზარი შეეხებოდა ირან იმიტომ, რომ ძალიან კარგად არის ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისთვის ცნობილი იმ კავშირების შესახებ, რომელიც არსებობს ირანის ისლამურ მმართველებსა და "რუსული ოცნების" წარმომადგენლებს შორის... ამერიკელებისთვის კარგად არის ცნობილი ირანის გავლენების გაზრდა საქართველოში," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.