მნიშვნელოვანია ის, რომ აშშ-ის ესეთი დიდი პიროვნება რეკავს - რიმა ბერაძე

31.03.26 13:33
 მნიშვნელოვანია ის, რომ აშშ-ის ესეთი დიდი პიროვნება რეკავს - რიმა ბერაძე

 

 

"ქართული ოცნების" დეპუტატის, რიმა ბერაძის მტკიცებით,  აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, გუშინდელი ზარი "არის ახალი ურთიერთობა, ახალი ფურცლის გადაშლა ორ ქვეყანას შორის". დეპუტატი აღნიშნავს, რომ საუბარი იმ საკიხებს შეეხებოდა, "რომელიც ამ ორ ქვეყანას სჭირდება". 

გუშინდელი ზარი, რა თქმა უნდა, ბატონ ირაკლი კობახიძესთან, ეს არის ახალი ურთიერთობა, ახალი ფურცლის გადაშლა ორ ქვეყანას შორის. დიდი ტრადიციები გვქონდა ჩვენ ურთიერთმეგობრობის და მიგვაჩნია, რომ რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ის, რომ აშშ-ის ესეთი დიდი პიროვნება რეკავს ჩვენთან და კითხულობს იმ პროცესებს რა პროცესებიც მიმდინარეობს ზოგადად საქართველოში. იმ საკითხებზე იყო საუბარი, რომელიც ამ ორ ქვეყანას სჭირდება," - აღნიშნავს რიმა ბერაძე.

  • გუშინ, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარკო რუბიო ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა.
  • სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, საუბარი ორმხრივ ინტერესებს, მათ შორის კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებას შეეხებოდა. 
  • მოგვიანებით, ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკელ მაღალჩინოსანთან პარტნიორობის გადატვირთვის შესახებ ისაუბრა.