აშშ-ის სახ. დეპი ურთიერთობების გადატვირთვის შესახებ დაწერს - ბეჟან წაქაძე

31.03.26 17:30
აშშ-ის სახ. დეპი ურთიერთობების გადატვირთვის შესახებ დაწერს - ბეჟან წაქაძე

 

 

"ქართული ოცნების" წევრის, ბეჟან წაქაძის მტკიცებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ზარი ირაკლი კობახიძესთან ნიშნავდა, რომ ამერიკას თანამშრომლობა და ყველაფრის სუფთა ფურცლიდან დაწყება სურს. 

მისი თქმით, მან არ იცის რაზე ისაუბრეს ირაკლი კობახიძემ და მარკო რუბიომ, თუმცა ირწმუნება, რომ სატელეფონო ზარი ურთიერთობების გადატვირთვას შეეხებოდა. 

"TV პირველის" ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ არ დაწერა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გადატვირთვაზე არაფერი, ბეჟან წაქაძე პასუხობს, რომ დაწერს. 

რომ ვითანამშრომლოთ, სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ უერთიერთობა და ეს იყო ნიშანი, ვნახოთ ახლა რა იქნება, მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და გადაიტვირთება ჩვენი ურთიერთობა არა მარტო ამერიკელებთან, არამედ სხვა ქვეყნებთან. მე არ ვიცი რა იყო რაზე იყო საუბარი], მაგრამ ეს ნიშნავდა, რომ დარეკა, ეს ნიშნავდა ყოველივე ამას. აი ამაზე ისაუბრეს, გადატვირთვასთან დაკავშირებით. დაწერს, დაწერს, დაწერს, დაწერს, დაწერს [სახელმწიფო დეპარტამენტი ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით]," - განაცხადა ბეჟან წაქაძემ. 

  • გუშინ, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარკო რუბიო ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა.
  • სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, საუბარი ორმხრივ ინტერესებს, მათ შორის კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებას შეეხებოდა. 
  • მოგვიანებით, ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკელ მაღალჩინოსანთან პარტნიორობის გადატვირთვის შესახებ ისაუბრა.