კალაძე ანბანის უცოდინარი და ყველაფრის მკადრებელია - თაზო დათუნაშვილი
კალაძის დღევანდელი განცხადება, ყველაზე კარგი მაგალითია ხრწნისა სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სახელმწიფოს ჩამონგრევის, - ამის შესახებ “ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ყველაფერი, რაც დედაქალაქში ხდება, კალაძის პასუხისმგებლობაა და ეს ყველაფერი წერია იმ დოკუმენტში, რომელიც განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის მერის უფლება-მოსილებებს.
დათუნაშვილის თქმით, კალაძე “ანბანის უცოდინარი და ყველაფრის მკადრებელია“.
კალაძის დღევანდელი განცხადება, ყველაზე კარგი მაგალითია ხრწნისა სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სახელმწიფოს ჩამონგრევის, როგორც ასეთი. ამის თქმა ადამიანისგან, რომელიც პასუხისმგებელია თბილისის მუნიციპალიტეტის შემდეგი 4 წლის მანძილზე, რომელსაც 2 მანდატი აქვს მერის და ზუსტად უნდა იცოდეს, რას ნიშნავს პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ამ შეუგნებელ არარაობას ისიც კი არ გაუთავისებია და გვევირ-ეშმაკება ახლა, რომ არ ესმის თითქოს, მისი პასუხისმგებლობაა ის რომ ისეთმა კომპანიამ ისე გააკეთა ვაკეში მაგალითად შადრევანი, რომ ამას ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. იმაზე, რომ სასადილოებში კატასტროფულ, შეურაცხმყოფელ და დამაცირებელი მდგომარეობაში ჰყავდათ უკიდურესად გაჭირვებული თბილისელები, ამაზე პასუხისმგებელია კალაძე, თითეულ ქრთამზე და გაფლანგულ ლარზე პასუხისმგებელია კალაძე, ჩვენ შვილებს ბაგა-ბაღებში რომ საჭმლის ფული მოპარეს, იმაზე პასუხისმგებელია კალაძე, აბსოლუტურად ყველა გადაცდომაზე, ყველაფერზე რაც ამ ქალაქში ინგრევა, არსებულ საცობებზე, პასუხისმგებელია კალაძე. ყველაზე კარგად ეს იცის ამ მხდალმა არარაობამ, ახლა შინაგან თრთის და პანიკაშია, აი, ამის გამოძახილია ეს ვულგარული და იაფასიანი პროვინციული ბაქი-ბუქი, რითიც ეს არარაობაა დაკავებული. ისაა ყველაფერზე პასუხისმგებელი და ესე წერია იმ დოკუმენტში, რომელიც განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის მერის უფლება-მოსილებებს. ამაზე პოლიტიკური პასუხი უნდა აგოს ამან, მაგრამ რა პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბარი, ანბანის უცოდინარი და ყველაფრის მკადრებელია, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
უფასო სასადილოებიდან მოპარული ფულის საქმეზე თბილისის მერი პასუხისმგებლობას იხსნის და ამბობს, რომ პასუხს მხოლოდ საკუთარ ქმედებებზე აგებს და სხვების ქმედებებს ვერ გააკონტროლებს.
მისი თქმით, დედაქალაქის მერიას მხოლოდ ის ევალება, რომ უფასო სასადილოებში სანიტარული ნორმები შემოწმოს, სხვა ყველაფერი კი კონტრაქტორი კომპანიების ვალდებულებაა.