მიტროპოლიტი იობი შესაძლოა, პატრიარქის არჩევნებში ერთ-ერთი კანდიდატი იყოს

04.04.26 20:38
 მიტროპოლიტი იობი შესაძლოა, პატრიარქის არჩევნებში ერთ-ერთი კანდიდატი იყოს

65 წლის მიტროპოლიტი იობი შესაძლოა, პატრიარქის არჩევნებში ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იყოს. რუის-ურბნისის ეპისკოპოსის გვარი კანდიდატებს შორის მაშინ გაჩნდა, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ, მეუფე ისაისას და მეუფე დანიელს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ მისცენ.

  • ცნობისთვის, წმინდა სინოდის ექვსს საათიანი სხდომა ისე დასრულდა რომ პასუხი  ვერ მივიღეთ. ოფიციალურ  განჩინებაში, არაფერია ნათქვამი იმაზე შეუძლია თუ არა კანდიდატს, ამ შემთხვევაში მეუფე დანიელს რომელიც 70 წლისაა და მაისში 71 წლის ხდება, არჩევნებში მონაწილეობა. სინოდმა იმსჯელა, ვერ შეთანხმდა და საკითხის განხილვა სამი კვირით გადადო.

მოსაყდრე შიო ერთ-ერთი კანდიდატია და არა ერთადერთი - სინოდის წევრებმა ხანგრძლივი სხდომის შემდეგ თქვეს, რომ  პატრიარქობის შანსი ყველას თანაბრად აქვს, რადგან მოსაყრდრეობა არ ნიშნავს მემკვიდრეობას. 

სინოდის სამი  აპრილის  სხდომა მარტივი არ ყოფილა -  ეპისკოპოსებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას მთავარ საკითხზე: როგორ უნდა განმარტონ, 1995 წლის მართვა -გამგეობის დებულების ჩანაწერი. სწორედ ამ განმარტებაზეა დამოკიდებული, მინიმუმ, ორი გავლენიანი ეპისკოპოსის კანდიდატებად  დასახელების საკითხი. მეუფეების, ისაიას და  დანიელის არჩევნებში მონაწილეობა ისევ ბუნდოვანია.

  • 1995 წლის დებულებით, მღვდელმთავრად და წმინდა სინოდის წევრად არჩევისთვის ერთ-ერთი მოთხოვნა საღვთისმეტყველო განათლების ქონაა. ტერმინი დიპლომი აქ არ წერია. თუ მეუფე ისაია სინოდის წევრად აირჩიეს, გამოდის, რომ ის ამ კრიტერიუმს  აკმაყოფილებდა. შესაბამისად,  თუ ამ მოთხოვნას აკმაყოფილებს, მას შეუძლია  იყოს პატრიარქობის კანდიდატიც.  თუ ნიქოზის ეპისკოპოსს საღვთისმეტყველო განათლების დიპლომის არ ქონის გამო დაბლოკავენ, მაშინ  კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, ყველა იმ ეპისკოპოსის არჩევის მართებულობა, რომელიც ილია მეორის სიცოცხლეში აკურთხეს და ათწლეულებია სინოდის წევრები არიან.

შაბათის ეთერის ინფორმაციით, თუ მეუფე დანიელს და მეუფე ისაის კანდიდატად წარდგენაზე უარს ეტყვიან მაშინ საკუთარ კანდიდატურას დაასახელებს რუის  ურბნისის ეპისკოპოსი იობი. 65 წლის მღვდელმთავარი პატრიარქ ილია მეორის ნათესავია. სნოში დაბადებული და გაზრდილი აქიაშვილი საპატრიარქოში ილია მეორემ 1982  წელს  მიიყვანა და ეკონომისტის პოზიციაზე დანიშნა. 1988 წელს კი პატრიარქმა ის უკვე ბერად აღკვეცეს.

"იქიდან გამომდინარე, რომ ი. აქიაშვილი ქართულ ეკლესიაში თავად წარმოადგენს ავტორიტეტულ ფიგურას, მფარველი როგორც ასეთი არ ჰყავს" - ეს არ არის ერთადერთი ჩანაწერი პატრიარქობის ერთ -ერთი კანდიდატის პირადი დოსიედან რომელსაც შაბათის ეთერმა სუს-ის ფაილებში მიაკვლია.

მეუფე იობი "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს ქართული ოცნების ერთ-ერთ ღია მხარდამჭერი იყო. 

სპეცსამსახურებში შედგენილ დოკუმენტში, რომელიც რამდენიმე წლის წინ გავრცელდა, ვკითხულობთ, იმასაც რომ მეუფე იობი არ უჭერს მხარს მოსაყდრე შიოს.

"თუ ხელისუფლება არ ემსახურება სიმართლეს, ის ავაზაკია"-  ეს ინტერვიუ კი ურბნისის მიტროპოლიტთან 2025 წლის ნოემბერშია ჩაწერილი მაშინ "შაბათის ეთერმა" მას შეკითხვა აქციის მონაწილეების ცემასა და წამებაზე, უკანონო ტყვეებზე, მათ შორის მზია ამაღლობელზე დაუსვა.

ვინ იქნება პატრიარქი - ნატა ქაჯაიას სპეციალური რეპორტაჟი