“ ოცნების“ რეჟიმმა არჩევნები დიასპორის ხმის მიცემისთვის ხელის შეშლით გააყალბა, ვუჩიჩის რეჟიმი იმავეს ცდილობს- უილსონი
“ქართული ოცნების“ ანტი-ამერიკულმა რეჟიმმა ქართული არჩევნები გააყალბა დიასპორის ხმის მიცემისთვის ხელის შეშლით, ახლა სერბეთში ვუჩიჩის რეჟიმი იმავეს ცდილობს.
ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) სოციალურ ქსელში წერს.
უილსონი ამბობს, რომ “ეს არ უნდა დაიშვას!“
„ქართული ოცნების” ანტი-ამერიკულმა რეჟიმმა ქართული არჩევნები გააყალბა დიასპორის ხმის მიცემისთვის ხელის შეშლით. ახლა ვუჩიჩის რეჟიმი იმავეს ცდილობს. ეს არ უნდა დაიშვას! სერბები თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს იმსახურებენ,” - წერს უილსონი.