როგორ შეფასდა "გრანტების კანონში" დაანონსებულ ცვლილებები ოპოზიციის მხრიდან

07.04.26 11:43
როგორ შეფასდა "გრანტების კანონში" დაანონსებულ ცვლილებები ოპოზიციის მხრიდან

"გრანტების კანონში" დაანონსებულ ცვლილებებს ოპოზიციის წარმომადგენლები ეხმაურებიან და აღნიშნავენ, რომ "ქართული ოცნების" ეს ნაბიჯი კანონის შინაარსს არ ცვლის და საბოლოოდ, მისი გაუქმება მოუწევთ.

"ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, "გრანტების კანონის" ე.წ. შემსუბუქება ვერ დაგვავიწყებს, რომ ეს კანონი არის რუსული". 

რუსული კანონი, რომელიც ჩვენ გარშემო არსებობს და არის შემზღუდავი კანონი და მასში ცვლილებების შეტანა, ე.წ. შემსუბუქება, ვერ დაგვავიწყებს, რომ ეს კანონი არის რუსული და ეწინააღმდეგება სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალ არსებობას ჩვენ ქვეყანაში. ერთადერთი განცდა რჩება ის, რომ "დიფ სთეითი" ამარცხებს ბიძინა ივანიშვილს და მას არანაირი ცვლილების შეტანა არ შეუძლია საკუთარ დღის წესრიგში," - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, თენგო თევზაძე დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილს აღნიშნული კანონის გაუქმება მოუწევს, ვინაიდან მისი თქმით, ეს კანონი არც საქართველოს სახელმწიფოს და არც ქართველი ხალხის ინტერესს არ ემსახურება - "ეს კანონი ემსახურება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს და მისი კრიმინალური ბანდის ინტერესს".

ფაქტობრივად დიპლომატიური წარმომადგენლები და საელჩოები ვეღარ ფუნქციონირებდნენ, ისინი ვეღარ უკვეთავდნენ მომსახურეობას, ვეღარ აწყობდნენ პანელურ შეხვედრებს, კონფერენციებს, თემატურ განხილვებს და ამის გამო მოუწიათ [ცვლილების შეტანა კანონში] იმიტომ, რომ ფაქტობრივად დიპლომატიურ წარმომადგენლობებს შეეზღუდათ თავისი უფლებამოსილების განხორციელება საქართველოში და ბიძინა ივანიშვილი მიხვდა და მე კიდევ უფრო ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ბიძინა ივანიშვილი მიხვდება იმას მომავალში, რომ ამ კანონების გაუქმება მოუწევს, მე ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული, ვინაიდან ეს კანონი არც საქართველოს სახელმწიფოს, არც ქართველი ხალხის ინტერესს არ ემსახურება, ეს კანონი ემსახურება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს და მისი კრიმინალური ბანდის ინტერესს, რომ შეზღუდოს თავისუფალი სიტყვა, შეავიწროვოს თავისუფალი ადამიანები და რეპრესიები ჰქონდეს საზოგადოების ყველა ფენას," - თქვა თენგო თევზაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი აღნიშნავს, რომ დაანონსებული ცვლილებები "კანონის არსს და მის რეპრესიულ მექანიზმს თვისობრივად არ ცვლის". პოლიტიკოსის განცხადებით, ამ ცვლილებების მიხედვით, "უბრალოდ, დიპლომატიურ კორპუსს შეეძლება თავის თანამშრომლებს გადაუხადოს ხელფასი ისე, რომ არ შეუთანხმოს მთავრობას".

არ შეიძლება საკონსულო სამსახურის, დიპლომატიური სამსახურის ნებისმიერი კონტრაქტი გრანტად ჩაითვალოს და ის რაღაც პარალელური გადაწყვეტილება, რომელიც პირველ ვერსიაში იყო, ეს როგორც მინიმუმ ამას ასწორებდა. თუმცა ეს თვისობრივად არ ცვლის ამ კანონის არსს და მის რეპრესიულ მექანიზმს, უბრალოდ დიპლომატიური კორპუსი ამ კანონიდან  გამოჰყავს, დიპლომატიურ კორპუსს შეეძლება თავის თანამშრომლებს გადაუხადოს ხელფასი ისე, რომ არ შეუთანხმოს მთავრობას," - აღნიშნა დიმიტრი ცქიტიშვილმა. 

"გრანტების კანონში" ცვლილებები შედის - დაანონსებული ცვლილებების მიხედვით, უცხოურ გრანტად აღარ ჩაითველება ფულადი სახსრები, რომელსაც საქართველოში დიპლომატიური წარმოამდგენლობა იღებს და არც საერთაშორისო ორგანიზაციების ფინანსური დახმარებები.