"თუ მოვლენ [9 აპრილის მემორიალთან] საინტერესო იქნება მათი სახეების შეხვედრა" - ზურა ჯაფარიძე "ოცნებაზე"

08.04.26 21:48
"თუ მოვლენ [9 აპრილის მემორიალთან] საინტერესო იქნება მათი სახეების შეხვედრა" - ზურა ჯაფარიძე "ოცნებაზე"

 

 

კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებით, საინტერესო იქნება "ქართული ოცნების" წევრების სახეების შეხვედრა, თუ ისინი 9 აპრილს მემორიალთან მივლენ. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ მას აინტერესებს მივა თუ არა მემორიალთან ის ხალხი, ვინც "პრაქტიკულად ქვეყანა ოკუპანტებს ჩააბარა". 

9 აპრილი მნიშვნელოვანი თარიღია ისტორიაში, 9 აპრილს რა ერთობაც შეიკრა, როცა მთელი ქვეყანა დადგა ფეხზე, საერთო გამოწვევის წინაშე, საერთო იდეის გულისთვის, რაღაცა მსგავსი ტიპის ეროვნული კონსოლიდაცია გვჭირდება ახლაც. 

თუ მოვლენ საინტერესო იქნება მათი სახეების შეხვედრა. ხალხი, რომლებმაც პრაქტიკულად ქვეყანა ჩააბარეს ოკუპანტ ქვეყანას, ჩააბარეს სახელმწიფოს, რომელსაც ოკუპირებული ჰქონდა ეს ქვეყანა, როდესაც აქ მოაწყეს სწორედ სისხლისღვრა 1989 წლის, 9 აპრილს. მე მაინტერესებს თუ მოვლენ, შევხედავ, დავაკვირდები," - განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ. 

აქციის მონაწილეები 9 აპრილის მემორიალთან იკრიბებიან, სადაც, როგორც წინა წელს, სინდისის პატიმრების დედები 24 საათის განმავლობაში იმორიგევებენ. მათი თქმით, ისინი მემორიალს დაიცავენ, რათა მისი გვირგვინით შემკობის შესაძლებლობა ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლებს არ მიეცეთ.