"ტყუილების კასკადი იყო" - დიმიტრი ცქიტიშვილი მაკა ბოჭორიშვილის ინტერპელაციაზე
"ტყუილების კასკადი იყო" - ამის შესახებ პოლიტიკოსმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა და "ქართული ოცნების" მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის პარლამენტში სიტყვით გამოსვლაზე ისაუბრა.
დიმიტრი ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, დღეს, ქართული დიპლომატიის ძალიან ბევრ ბიუროკრატს შერცხვებოდა იმის, რაც მაკა ბოჭორიშვილის გამოსვლის დროს მოისმინეს - "სამარცხვინო სურათი იყო".
ცოტა არ იყოს, ზოგადად სევდიანი სურათი იყო, რომ საქართველო ერთ დროს ფლაგმანი განვითარების, დემოკრატიის, ნიშანი და ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანი ევროპისთვის, რომ სადღაც პოსტ-ტოტალიტარულ საზოგადოებაში დემოკრატია შეიძლება შემდგარიყო, ამ მდგომარეობიდან მივედით იქ, სადაც დღევანდელ სურათს ვხედავდით, სადაც პრაქტიკულად იყო ჩვეულებრივი ტყუილების კასკადი, მარტივად რომ ვთქვათ ტყუილები იყო, ეს არ არის უბრალოდ მანიპულაცია, ეს არის უბრალოდ ტყუილები. თუნდაც იქიდან დავიწყოთ, რომ ევროკავშირმა შეაჩერა თურმე გაწევრიანების პროცესი, როცა ოფიციალურად ვიცით და რამაც უამრავი ხალხი გამოიყვანა ქუჩაში , როდესაც მთავრობამ გამოაცხადა, რომ აჩერებს პროცესს გაწევრიანების. [...]
დღეს, სამწუხაროდ, მე მგონია, რომ ძალიან ბევრ ბიუროკრატს, ქართული დიპლომატიის შერცხვებოდა იმის, რაც დაინახეს თავიანთი მინისტრის სახით, რომელიც თავის დროზე ევროკავშირში მუშაობდა, როგორც საქართველოს დიპლომატიური მისიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მარა სამარცხვინო სურათი იყო. ამის წარმოჩენა, თითქოს იქიდან [ბრიუსელიდან] მოდის კასკადი შეზღუდვების და აქედან ყველაფერი იდეალურად არის - 9 პუნქტი შევასრულეთო და 9 პუნქტის ერთ-ერთი პირველი პუნქტი არის დეზინფორმაციის შეწყვეტა, მათ შორის ევროპულ სტრუქტურებზე და თვითონ ეს გამოსვლა იყო დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული და ამას გარდა, უკვე სატელევიზიო სივრცე არის, მათი პროპაგანდისტული, დასანქცირებული იმისთვის, რომ პროპაგანდას ემსახურებიან და დასავლურ და დემოკრატიულ ღირებულებებს ძირს უთხრიან. [...]
ეს ყველაფერი ძალიან ვულგარული ტყუილებია ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირისგან, რომელსაც პრეტენზია აქვს რომ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრია. ძალიან სევდიანი სურათია. ჩვენ შეიძლება სუსტი და ძლიერი მინისტრები გვყოლია, მაგრამ ესეთი სამარცხვინო სურათი თითქმის არ მახსენდება როდესმე გვქონოდა დამოუკიდებლობის არსებობის განმავლობაში," - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.