“ოცნებაში“ ეპისკოპოსების კრიტიკას პასუხობენ

20.04.26 12:04
“ოცნებაში“ ეპისკოპოსების კრიტიკას პასუხობენ

ეპისკოპოსების ქადაგებებში მოწოდებებს, რომ ხელისუფლებამ თავი შეიკავოს სასულიერო პირებზე ზეგავლენისგან და არ ჩაერიოს პატრიარქის არჩევნებში „ოცნებაში“ პასუხობენ.

  • ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას პირდაპირ თქვა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია პატრიარქის არჩევის პროცესში გარე ჩარევას არ დაუშვებს და გადაწყვეტილებას თავად მიიღებს.

  • ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი „ხელისუფლებას მიმართავს“ და „სთხოვს, არ ჩაერიონ“ პატრიარქის არჩევნებში.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ისინი სრულად იზიარებენ მეუფე იაკობის და მეუფე გიროგის სულისკვეთებას, რომ ჩარევა არ უნდა მოხდეს და პატრიარქის არჩევნა სრულად წმინდა სინოდის კომპეტენციაა.

"ქართული ოცნების" ლიდერმა საპატრიარქოს არჩევნებში ჩარევის მცდელობაში ოპოზიციური პარტიები და ტელევიზიები დაადანაშაულა და თქვა, რომ ტელევიზებიდან ჩანს კონკრეტული მეუფეების წინაარმდეგ დაწყეული კამპანიები.

ვიზიარებ მეუფე იაკობის და თუ არ ვცდები, მეუფე გიორგის განცხადება იყო, მათ სულისკვეთებას, რომ ჩარევა არ უნდა მოხდეს. სრულად წმინდა სინოდის კომპეტენციაა პატრიარქის არჩევა, შესაბამისად, ჩვენი განწყობაც, სურვილიც და მოწოდებაც სწორედ ეს არის, რომ არავინ უნდა ჩაერიოს ამ პროცესში. ჩვენ ვაკვირდებით, რომ არიან რიგი პარტიები, მათ შორის, თქვენი ტელევიზიიდან ვხედავთ ჩვენ მართლაც კამპანიას, რომელიც მიმართული არის კონკრეტული მეუფეების წინააღმდეგ და არა მხოლოდ, მიმართულია გარდაცვლილი პატრიარქის წინააღმდეგ, რაც რა თქმა უნდა არის მიუღებელი, ამიტომ ამ საკითხებზე, რა თქმა უნდა, ჩვენი განცხადებები გვაქვს ხოლმე. მნიშვნელოვანია, რომ ყველა გავუფრთხილდეთ სინოდის კომპეტენციას, უფლებამოსილების, რომ აირჩიოს პატრიარქი, შესაბამისად, ჩვენც ამ სულისკვეთებით ვმოქმედებთ.

კიდევე ერთხელ, სრულად ვიზიარებ ამ სულისკვეთებას, რომ არავინ უნდა ჩაერიოს [პატრიარქის არჩევაში]. ყველა ხვდებით, თუ რამხელა პასუხისმგებლობის წინაშე დგანან დღეს, წმინდა სინოდის წევრები. 1977 წლიდან პირველი შემთხვევა, როდესაც სინოდი მიიღებს გადაწყვეტილებას, პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და სრულად მესმის, რომ ყველა სიფრთხილის ზომა, ყველა მსგავსი მოწოდება, რომ მეუფეებს ჰქონდეთ სრული შესაძლებლობა [აირჩიონ პატრიარქი].

სრულად ვიზიარებ მეუფეების პოზიციას, რომ არავინ უნდა ჩაერიოს. არავის უთქვამს, რომ ხედავენ [ჩარევას]. არის ის, რომ არავინ უნდა ჩაერიოს და ეს მნიშვნელოვანია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი კახიანიც ამტკიცებს, რომ ხელისუფებას ახალი პატრიარქის არჩევნებში ჩარევის ინტერესი არ აქვს და წმინდა სინოდმა გადაწყვეტილება დამოუკიდებელად, თავისით უნდა მიიღოს: 

როდესაც ახალი პატრიარქის არჩევაზე დადგა საკითხი, თუკი ვინმე საუბრობს იმაზე, რომ არ უნდა მოხდეს ამ არჩევნებში ჩარევა და წმინდა სინოდმა დამოუკიდებელად, თავისით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამ საკითხზე, ეს არის ხელისუფლება. ამის საწინააღმდეგოდ, მუდმივად ვისმენთ რადიკალური ოპოზიციიდან და მათი მხარდამჭერი ტელევიზიებიდან მცდელობას, რომ ეს თემა გახდეს პოლიტიკური მანიპულაციის შესაძლებლობა. ხელისუფლებას ასეთი მოწოდება არც სჭირდება, რადგან ჩვენ ვართ იმის მომხრე, რომ ეს არჩევნები ნებისმიერი ჩარევის გარეშე მოხდეს, მითუმეტეს ხელისუფლებისგან, ჩარევა გამოირცხულია, - ამბობს გიორგი კახიანი.

„ცხვირს არავის არსად ჩავაყოფინებთ, ყველამ კარგად გაითვალისწინო – განაცხადა მეუფე იაკობმა ქადაგებისას.